Skip to content
    • 555 97 47 17
BLHBLH
  • მთავარი
  • მომსახურება
    • მარკეტინგული მომსახურება
    • იურიდიული მომსახურება
    • კომპიუტერული მომსახურება
  • პორტფოლიო
  • კლიენტები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
featured, ბიზნესი, ბლოგი

რატომ არის ონლაინ მარკეტინგი ბიზნესისთვის აუცილებელი?

07
ივლ

Google Adwords - რეკლამა google-ში

რატომ არის ონლაინ მარკეტინგი აუცილებელი ბიზნესისთვის?

ონლაინ მარკეტინგი მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ბიზნესია, ამ ბიზნესში ძირითადად ჩართულნი არიან განვითარებული ქვენების ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები. ორგანიზაციები ამჩნევენ ინტერნეტ მარკეტინგის აუცილებლობას და აქტიურად აბანდებენ თანხებს თავიანთ კომპანიაში თანამედროვე მარკეტინგული ტრენდების დანერგვისათვის.

ონლაინ მარკეტინგი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნესს, მცირე დანახარჯებით მიიღონ იმაზე უფრო დიდი შედეგი, ვიდრე ისინი ამას ტრადიციული მარკეტინგული საქმიანობით გააკეთებდნენ, იგივე რესურსებითა და დანახარჯებით.

ონლაინ მარკეტინგი უკვე ძალზედ აქტუალური თემაა განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოში იგი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

ისევე როგორც მცირე ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, დიდი კომპანიებისთვისთვისაც ძალზედ მოსახერხებელი აღმოჩნდა ონლაინ მარკეტინგი, ვინაიდან, ბიზნეს პრაქტიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციის ონლაინ ფორმების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს უამრავი ტიპის ხარჯებს. შედეგად კი, მიიღება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელის საწინდარია ახალი ტექნოლოგია.

მაშინ როცა ძველი თაობა მისტირის ჟურნალ–გაზეთების და წიგნების დროს, ახალი თაობა, რომელიც ინტერნეტთან ერთად იზრდებოდა, აქტიურად ჩართულია თანამედროვე ციფრული სამყაროს შექმნაში.

ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით, ონლაინ მარკეტინგის მეთოდები გაცილებით სწრაფია და პრაკტიკული. ონლაინ მარკეტინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ვებ–გვერდი (SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია)
  • მობილური აპლიკაციები
  • ბლოგები
  • ინტერნეტ საბანერო რეკლამები
  • ონლაინ ვიდეო კონტენტი
  • Pay-per-click რეკლამირება
  • Email მარკეტინგი
  • სოციალური მედია მარკეტინგი (Facebook, LinkedIn, Twitter, Pinterest, Tumblr, G+,etc)
  • SMS მარკეტინგი (SMS, MMS, etc)

რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ ონლაინ მარკეტინგი:

გაცილებით იაფია ვიდრე ტრადიციული მარკეტინგული საშუალებები

ერთმა იმეილმა ან რეკლამამ სოციალურ მედიაში შეუძლია იგივე ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს გაცილებით ნაკლები დანახარჯებით, რაც სატელევიზიო რეკლამით შეგვეძლო გაგვეკეთებინა. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელებში რეკლამას შეუძლია გაცილებით მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მარტივია შედეგების გაზომვა.

შეგვიძლია ანალიზი გავუკეთოთ სარეკლამო კამპანიას სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით. (მაგ: Facebook Pixel, Google analytics და სხვა) გავიგოთ რა შედეგები გვაქვს, რამდენად ეფექტურია, რა შეგვიძლია რომ გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაშიც შეგვიძლია გავაკეთოთ, თუმცა ონლაინ მარკეტინგი ამ მონაცემებს რეალურ დროში გვთავაზობს. რაც გაცილებით სწრაფი და მოქნილია.

მომხმარებელთა დიდი რაოდენობა.

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ონლაინ მარკეტინგის მეშვეობით ძალიან ადვილია მომხმარებელთა ტარგეტირება და სწორი მიზნობრივი ბაზრის შერჩევა.

ყველასთვის ცნობილია რომ უკვე დადგა ციფრული ერა და ბიზნესები, რომელებიც ჯერ კიდევ ადაპტირებულნი არ არიან ონლაინ მარკეტინგთან, დროა კარი გაუღონ თანამედროვე შესაძლებლობებს.

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ონლაინ მარკეტინგის დანერგვაში, დეტალური ინფორმაცია მომსახურებების შესახებ იხილეთ ბმულზე.

მსგავსი სტატიები

  • სტუდენტური სტარტაპი: რატომ არის სტუდენტობის დრო საუკეთესო დრო ბიზნესის დასაწყებად?
    სტუდენტური სტარტაპი: რატომ არის…
  • ბრენდბუქის დამზადება - 6 აუცილებელი ელემენტი
    ბრენდბუქის დამზადება - 6 აუცილებელი…
  • ტურისტული საიტის შექმნა - აუცილებელი ელემენტები
    ტურისტული საიტის შექმნა - აუცილებელი…

BLH • Business & Legal Hub

მსგავსი პოსტები

  • სტუდენტური სტარტაპი: რატომ არის სტუდენტობის დრო საუკეთესო დრო ბიზნესის დასაწყებად?
    სტუდენტური სტარტაპი: რატომ არის…
  • ბრენდბუქის დამზადება - 6 აუცილებელი ელემენტი
    ბრენდბუქის დამზადება - 6 აუცილებელი…
  • ტურისტული საიტის შექმნა - აუცილებელი ელემენტები
    ტურისტული საიტის შექმნა - აუცილებელი…
  • რატომ ურჩევნიათ ქართველებს არასაბანკო სესხები (კვლევის შედეგები)
    რატომ ურჩევნიათ ქართველებს არასაბანკო…
  • რეკლამა ინსტაგრამზე - რატომ ინსტაგრამი ?
    რეკლამა ინსტაგრამზე - რატომ ინსტაგრამი ?
  • რატომ გვჭირდება ჩატბოტები ?
    რატომ გვჭირდება ჩატბოტები ?
  • რა არის SMS მარკეტინგი?
    რა არის SMS მარკეტინგი?
  • კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის
    კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის

Copyright 2019 © BLH

  • მთავარი
  • მომსახურება
    • მარკეტინგული მომსახურება
    • იურიდიული მომსახურება
    • კომპიუტერული მომსახურება
  • პორტფოლიო
  • კლიენტები
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
  • კარიერა
  • ბლოგი
  • ფორუმი