ბრენდირება – ბრენდის შექმნა – ბრენდინგი

ბრენდირება – რა არის ბრენდინგი?

სწორი ბრენდინგი თქვენი ბიზნესის წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ბიზნესისი ბრენდირება რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია, რომელიც საჭიროებს სწორ ხედვას, ეფექტურ სტრატეგიას და მის სრულფასოვან იმპლემენტაციას.

ბრენდირების ხუთი ელემენტი

ბრენდირებაბრენდი კომპანიის სახეა. თუ გეგმავთ გრძელვადიანი ბიზნესის წარმოებას, ბრენდირების გარეშე საქმიანობა ამ მიზნის მიღწევის არაეფექტური გზაა.

საიდუმლო არ არის, რომ ბრენდირებული ბიზნესი ბევრად წარმატებულია, ვიდრე არაბრენდირებული ე.წ. „უსახო“ ბიზნესი.

გარდა ამისა, როგორც წარმატებული ბრენდირების სპეციალისტი კიაუ ვაკინავა განმარტავს, წარმატებული ბიზნესი დიდი მიღწევაა, ხოლო წარმატებული ბრენდირებული ბიზნესი კი უკვე ხელოვნებაა.

რა არის ბრენდირება ?

ხშირად გვეკითხებიან, მარკეტინგი იგივე ბრენდინგიაო? ეს ორი ცნება ერთმანეთის ტოლფასი, რა თქმა უნდა არ არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი მარკეტინგული საქმიანობის მძლავრი ხელსაწყოა – ბრენდის გარეშე მარკეტინგი იგივეა, რაც ავტომობილი, ძრავის გარეშე.

ბრენდი არის კომპანიის და მისი პროდუქტის სახე – კაპიტანი, რომელიც გემს მიუძღვის წინ, ხოლო მარკეტინგი არის ამ გემის ეკიპაჟი, რომელიც ყველა მხრივ ეხმარება კაპიტანს მიზნის მიღწევაში.

დიდი შესავალი, რომ არ გამოგვივიდეს, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, კერძოდ კომპანია BLH წარმოგიდგენთ იმ ხუთ ძირითად საკითხს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ეფექტური ბრენდირებისთვის:

1.აღბეჭდეთ თქვენ ბრენდი მომხმარებლის გონებაში

ბრენდი არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვა და დიზაინი. ბრენდის ნამდვილი ძალა მის უნარშია მოახდინოს გავლენა მომხმარებელზე, კერძოდ გადააწყვეტინოს პოტენციურ კლიენტს, თქვენი პროდუქტის შეძენა.

ბრენდინგიმაგალითად, დაუსვით ნებისმიერ ათ ქართველ ადამიანს კითხვა, 5.000 დოლარიანი მერსედესის ყიდვა ურჩევნია, თუ იგივე ფასის სიტროენის.

ამ კითხვაზე 90%-ზე მეტი ადამიანის პასუხი იქნება, რომ მათ ურჩევნიათ შეიძინონ მერსედესი, იმის მიუხედავად, რომ კითხვაში არ ჩანს თუ რა ხარისხის და მდგომარეობის მანქანებზეა საუბარი.

ამდენად, ბრენდის ძალა მდგომარეობს მომხმარებელთა ლოიალობის მოპოვებაში. მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში ირჩევს არა იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე კარგია, არამედ იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე კარგად ახორციელებს ბრენდირებას.

 2.განსაზღვრულობის პრინციპი

თითოეული ბრენდის ქვეშ გარკვეული პროდუქტი ფიგურირებს, თუმცა მნიშვნელოვანია განისაზღვროს შეზღუდული პროდუქტთა წრე, რომელიც მოექცევა კონკრეტული ბრენდის ქვეშ.

მაგალითად, შესაძლოა შექმნათ ბრენდი, რომელიც გემრიელ ნამცხვრებთან იქნება ასოცირებული, თუმცა თუ თქვენ ამ ბრენდის ქვეშ გამაგრილებელი სასმელების ან ავტომობილის საპოხი საშუალებების გაყიდვას დაიწყებთ, აღნიშნული ძალიან ნეგატივად აისახება თქვენი ბრენდის განვითარებაზე და მის უნიკალურ ბუნებაზე- იგი უბრალოდ დაკარგავს  მომხიბვლელობას.

ამდენად განსაზღვრულობის პრინციპი, ბრენდის განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც მის განსხვავებულობას უსვამს ხაზს. სწორედ განსაზღვრული და კარგი პროდუქტი ქმნის ასოციაციებს უნიკალურ ბრენდთან.

3.დაიპყარით ინტერნეტ სივრცე

გავიხსენოთ ბილ გეითსის ცნობილი გამონათქვამი „ არ ხარ ინტერნეტში, არ ხარ ბიზნესში“.

აღნიშნული გამონათქვამი კარგად ასახავს თქვენი ბრენდის წარმატების ფორმულას. წარმატებული ბრენდირება უბრალოდ გამორიცხულია, თუ თქვენ მას არ ახორციელებთ ინტერნეტში.

ინტერნეტში ბრენდინგის განხორციელების ერთ-ერთი ეფექტური გზაა, ციფრული მარკეტინგის განხორციელება:

ბრენდის შექმნაეფექტური დიზაინის მქონე ვებ გვერდის დამზადება;

აქტიური სოციალური მედია გვერდები;

Facebook და Google რეკლამა;

Content მარკეტინგი და SEO;

ეს არის მინიმალური ღონისძიებები, რაც უნდა განახორციელოთ, წარმატებული ბრენდის ფორმირებისთვის ციფრულ სამყაროში.

4.ბრენდი, როგორც ერთი სიტყვა

ბრენდირება გულისხმობს ერთი სიტყვის ბყრობას. აღნიშნული არ უნდა გავიგოთ ტრადიციულად. ბყრობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ როდესაც მომხმარებელი გაიგებს ამ სიტყვას, მას გარკვეული პოზიტიური ასოციაციები უჩნდებოდეს თქვენ პროდუქტთან დაკავშირებით.

ბრენდირება სწორედ ამ სიტყვასთან დაკავშირებით, მომხმარებლების დადებითად დამუხტვას და პოზიტიური ასოციაციების შექმნას გულისხმობს.

ბრენდირებული სიტყვა უნდა ასახავდეს პროდუქტის ხარისხისს, მის დადებით თვისებებს, მაგალითად:

რესტორნის ბრენდი უნდა ასოცირდებოდეს გემრიელ საჭმელთან და კომფორტულ მომსახურებასთან;

ტურისტული კომპანიის ბრენდი – კარგ და უპრობლემო დასვენებასთან;

კბილის კლინიკის ბრენდი- უმტკივნეულო და ეფექტურ სერვისთან;

სხვა ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა არის შესაძლებელი.

გახსოვდეთ, რომ ეს ჯადონსნური სიტყვი, იგივე წარმატებით შესაძლოა ნეგატიურ ასოციაციებს იწვევდეს, ანუ თქვენი ბრენდი ნეგატივთან იქნეს ასოცირებული, რაც თქვენი ბიზნესისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

მაგალითად, გაიხსენეთ ცნობილი რესტორნები ან ცნობილი პროდუქტები, რომელთა გაგონებაზეც არა გემრიელი საჭმელი და კარგი მომსახურების ხარისხი გახსენდებად, არამედ ცუდი მომსახურების, უგემური საჭმლის და სხვა უარყოფითი ასოციაციები.

ახლა დაფიქრდით რამდენი ასეთი კომპანია იცით, რომლებიც წარსრულში არსებობდნენ, ხოლო დღეს უკვე აღარ არსებობენ?

აღნიშნული არის ცუდი ბრენდირების კარგი მაგალითი, ამდენად თქვენი ბრენდის წარმატება მხოლოდ ეფექტური ბრენდირების ტაქტიკის არჩევაში არაა, თქვენი პროდუქტიც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, თქვენი სერვისი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

ბრენდინგი ფასი5.შექმენით სანდო გარემო

მომხმარებელი ყოველთვის ეჭვის თვალით ირჩევს პროდუქტებს. ისინი კომპანიებს უყურებენ, როგორც მხოლოდ მოგების მიღებაზე ორიენტირებულ სუბიექტებს.

ეს გარკვეულწილად ასეც არის, კომპანიები უპირველესყოვლისა მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებული, თუმცა მოგების მიღება სწორედ მომხმარებლის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასა და კარგი პროდუქტის შეთავაზებაზე არის დამოკიდებული.

აქ მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი – თუ გაქვს კარგი პროდუქტი და ხარ კეთილსინდისიერი, შენი ბრენდიც სანდო გახდება და მომხმარებელიც მას აუცილებლად შეიძენს.

მაგალითად: ნავთობკომპანია Frego რამდენიმე წელია რაც საქმიანობს საქართველოში. აღნიშნული ბრენდის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო კარგმა ბრენდირებამ, კერძოდ მას ჰქონდა კარგი ფასი და მაღალი ხარისხი, რამაც განაპირობა მომხმარებელთა მხრიდან სანდოობის ჩამოყალიბება.

გსურთ მიიღოთ ბრენდირების მომსახურება პროფესიონალებისგან?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია – 555 97 47 17 & Info@blh.ge

ბრენდინგის მნიშვნელობა ბიზნესისთვის

ბრენდინგიბრენდინგი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის, ქვის ხანიდან მოყოლებული დღემდე – თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ეპოქაში.

შეიცვალა მხოლოდ ბრენდირების ფორმა – მაგალითად თუ ძველ რომში ძირითადად ნახატების გავრცელების გზით ხდებოდა ბრენდირებული რეკლამირება, დღეს ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი ბრენდირებული რეკლამის განხორციელება, ფოტო-ვიდეო კონტენტის გამოყენებით.

ბრენდინგის საფუძველი – რა არის ბრენდის იდენტობა?

ბრენდინგის საფუძველი არის ბრენდის იდენტობა, ეს არის კომპანიის ვიზუალური სახე, რომელიც კომპანიის სახელით ერთვება კომუნიკაციაში მომხმარებელთან.

მნიშვნელოვანია, რომ მას შეეძლოს სწორი, ძლიერი და დასამახსოვრებელი მესიჯების გაგზავნა მომხმარებლისთვის.

ბრენდის იდენტობა შედგება სხვადასხვა ვიზუალური ელემენტებისგან, როგორიცაა: ფერები, ფონტები, საიტის დიზაინის ელემენტები და რა თქმა უნდა ლოგო.

ამ ელემენტების სწორად შექმნა და შერწყმა არსებითი შედეგის მომტანია ეფექტური ბრენდირების განხორციელებისთვის.

ბრენდის შექმნა – უპირატესობები

ბრენდირებულ საქმიანობას გააჩნია ბევრი უპირატესობა, არაბრენდირებული საქმიანობის მიმართ, მათგან გამოსარჩევია:

ვიზუალური კომუნიკაცია მომხმარებელთან

ბრენდირებულ კომპანიას ვიზუალური სახე აქვს, რომელსაც იმახსოვრებენ მომხმარებლები, ახდენდნე ასოციაციებს და უყალიბდებათ ნდობა.

ქმნის ასოციაციებს

მაკდონალდსის მოყვარულებს მოშიებისას დიდი ყვითელი M-ის ფორმის ლოგო ახსენდებათ, ყავის მოყვარულებს, მწვანე შეფერილობის სტარბაქსის ლოგო და ა.შ.

კონკურენცია

ბრენდირებული საქმიანობა ხორციელდება ვიზუალური უზრუნველყოფით, რაც განასხვავებს მის პროდუქტსა და მომსახურებას სხვებისგან.

მატერიალური სარგებელი

ბრენდინგის კანონია, რომ ბრენდირებული საქონელი და მომსახურება უფრო მეტად იყიდება, ვიდრე იდენტური არაბრენდირებული საქონელი და მომსახურება.

მარკეტინგი

მარკეტინგის განხორციელება არაბრენდირებული კომპანიისთვის იგივეა, რაც მდინარეში გაშვებული თევზების ძებნა, შესაძლოა თევზი იპოვოთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს იქნება სხვა თევზი, რომლის დასაჭერად ყოველ ჯერზე დაგჭირდებათ ერთნაირი ძალისხმევა.

ბრენდინგი და შეცდომები

კომპანიის მენეჯერები ხშირად ეფექტური ბრენდინგის განხორციელების სურვილის მიუხედავად უშვებენ შეცდომებს, რაც შემდგომში ძვირი უჯდება კომპანიას.

ბრენდის სახელწოდება და სლოგანი

ბრენდის ტექსტუალური კომპონენტები, ისეთი როგორიცაა სახელწოდება და სლოგანი, გამიზნულია თქვენი ბიზნესის დახასაითებისთვის გონივრული და მარტივი ფორმით.

ამიტომაც, მხოლოდ არსებითი ინფორმაცია უნდა იყოს განსაზღვრული, სახელწოდებასა და სლოგანში, რაც ადეკვატურად იქნება დაკავშირებული კომპანიის საქმიანობასთან.

ლოგო

ლოგო ბრენდინგის ყველაზე არსებითი კომპონენტია, იგი ბრენდის კაპიტანია, პირველი წარუდგება მომხმარებელს და ყველგან თან ახლავს ბრენდს, მათ შორის იძირება ბრენდთან ერთად, როდესაც არალევანტურია, არ ასახავს ბრენდის სულისკვეთებას ან უბრალოდ მის ქვეშ არსებული საქმიანოაბ არ არის ეფექტური.

ფერები და ფონტები

ერთი შეხედვით შედარებით მცირეა მათი მნიშვნელობა, თუმცა რეალურად ყველაფერი დიდი მაინც მცირე დეტალებისგან შედგება, ასეა ბრენდინგიც, სწორი ფერებისა და ფონტების შერჩევის გარეშე წარმოუდგენელია ეფექტური ბრენდის შექმნა.

ბიზნეს დოკუმენტაცია

ბიზნეს ბარათები, სტანდარტული დოკუმენტაცია და სხვა – ყველაფერი ამის ბრენდირება განაპირობებს თქვენი ბრენდის უფრო სოლიდურად წარმოჩენას მომხმარებელთან.

ციფრული მარკეტინგი

თანამედროვე რეალობაში, კლიენტების მოზიდვის თვალსაზრსით ციფრულ მარკეტინგს მნიშვნელოვანი როლი უკავია.

საქართველოში განსაკუთრებით ეფექტურია, რეკლამირება ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და გუგლზე.

ინტერნეტ რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი ხორციელდება ბრენდირებული სარეკლამო მასალების მეშვეობით, როგორიცაა სარეკლამოდ ოპტიმიზირებული ფოტო-ვიდეო მასალები.

საიტის დიზაინი

კომპანიის ბრენდინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია საიტი და მისი დიზაინი, რაც უფრო ეფექტური და მარტივი დიზაინის მქონეა თქვენი საიტი, მით უფრო მოწონებადია მომხმარებლის მხრიდან.

branding-mattersრას გთავაზობთ ჩვენ?

კომპანია BLH-ის დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა ბრენდის შექმნისა და მათი ცნობადობის ზრდის კუთხით. ჩვენ წარმატებით ვემსახურებით სხვადასხვა ბიზნესს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, ლოჯისტიკა, განათლება და სხვა (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).

  • ახალი ბრენდის შექმნა და პოპულარიზაცია;
  • არსებული ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
  • ბრენდირების სტრატეგიის შემუშავება;
  • სახელწოდების მოფიქრება & ლოგოს დიზაინი
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

Designer Drawing

ლოგოს შექმნა

კარგი დიზაინისა და შინაარსის მქონე ლოგოს დიზაინი დიდი მნიშვნელობის მატარებელია თქვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ლოგო უნდა იყოს ექსკლუზიური დიზაინის მქონე, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გონებაში დიდი ხნით აღიბეჭდება.

ამავდროულად მნიშვნელოვანია ლოგოს გააჩნდეს ისეთი მნიშვნელობა, რომელიც ერთი მხრივ ასოცირდება კომპანიასთან, რომელსაც იგი წარმოაჩენს და მეორე მხრივ გააჩნია გარკვეული იდუმალება, რაც მოხიბლავს მომხმარებელს. ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალი დიზაინერები და ანალიტიკოსები, რომლებიც შექმნიან ექსკლუზიურ ლოგოს თქვენი ბიზნესისთვის.

brand-name-sourse-Black-Tie-Technologyსახელწოდების მოფიქრება

ბრენდის სახელწოდების მოფიქრება საინტერესო და მარტივი საქმე ჩანს, თუმცა ვისაც გამოცდილება ჰქონია სახელწოდების მოფიქრებასთან დაკავშირებით დაგვეთანხმება, რომ კარგი სახელწოდების მოფიქრება, არც თუ ისე მარტივი საქმეა.

ეფექტური სახელწოდების მოფიქრება საჭიროებს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებას, როგორიცაა: სიტყვის მნიშვნელობა, მისი ბრენდირებისთვის ვარგისიანობა, თავისუფალი დომენის არსებობა, სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის შესაძლებლობა, გამორჩეულობა, პროდუქტის/მომსახურების თავისებურებები, მიზნები და ა.შ.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია ბიზნეს სახელწოდების მოფიქრებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა აღნიშნულ ფაქტორს და ვქმნით გამორჩეულ სახელწოდებებს თქვენი ბიზნესისთვის.

Idea Commercial Planning Marketing Brand Concept

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია

თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში მნიშვნელოვანია უნიკალური ბრენდის შექმნა და ამავდროულად მისი დაცვა, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში. ამის საუკეთესო საშუალებაა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ თქვენი სახელწოდება და ლოგო იქამდე არ იქნება დაცული, სანამ თქვენ არ მოახდენთ მათ რეგისტრაციას.

ასევე დაგაინტერესებთ:

საიტის სეო ოპტიმიზაცია

კომპანიის ბრენდბუქის შექმნა