თვითმომსახურების ტერმინალები – USA2GEORGIA ბაზარზე ახალ სერვისს ნერგავს

DSC_1815თვითმომსახურების ტერმინალები – USA2GEORGIA ბაზარზე ახალ სერვისს ნერგავს

USA2GEORGIA საქართველოში ინოვაციურ სერვისს ნერგავს, რომელიც კლიენტთა მოლოდინის დროს მომსახურების ოფისებში 3-ჯერ შეამცირებს.

კომპანიამ საქართველოში დააპროექტა და დაამზადა თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. მათი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია მარტივად აიღოს ამანათი კომპანიის ოფისებიდან, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე.

ტერმინალის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებელს ეგზავნება 10 ციფრიანიკოდი SMS-ით მობილურ ტელეფონზე, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოს. რამოდენიმე წამში კი ამანათს ტერმინალიდან აიღებს.

USA2GEORGIA-ს 3 ფილიალში უკვე წარმატებით მუშაობს ახალი სერვისი, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ყველა ოფისში ამუშავდება ახალი მომსახურება.

კომპანია მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს კლიენტთა სერვისის ხარისხი.
თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვის შედეგად, სერვის-ოპერატორები გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ მომხმარებელზე ზრუნვას, ხოლო ამანათების რეგისტრაციისა და გაცემის რუტინულ პროცესზე USA2GEORGIA-ს ტერმინალები იზრუნებენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ინოვაციური სერვისის დანერგვის შემდეგ 3-ჯერ მცირდება მომხმარებლების მოლოდინის დრო ამანათების მისაღებად კომპანიის ოფისებში. ტერმინალების დახმარებით, USA2GEORGIA აპირებს გაზარდოს ოფისების სამუშაო დრო, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მომხმარებელთა მომსახურებას.