რა არის SMS მარკეტინგი?

urlრა არის SMS მარკეტინგი?

SMS მარკეტინგი არის პირდაპირი მარკეტინგის ერთ-ერთი ნაირსახეობა, მისი მიზანია ინდივიდებისათვის საქონლის ან მომსახურების შეთავაზება, მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

SMS მარკეტინგის განხორციელება დაკავშირებულია პირთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან, შესაბამისად იგი ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის რეგულაციის ქვეშ.

SMS მარკეტინგის მიზნებისათვის მუშავდება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული ტელეფონის ნომერი.

SMS მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებისას მნიშვნელოვანია, პერსონალური მონაცემების საჯაროობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაშის პერსონალური მონაცემების დამუშავება არის უკანონო. ამასთან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე SMS მარკტეგინგის მიზნებისათვის შესაძლებელია ნებისმიერი მონაცემების დამუშავება.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს SMS მარკეტინგის მიზნებისათვის მისი პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან/და სასამართლოს მისი დარღვეული უფლების აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით.

მაგ: სხვადსხვა კომპანიების მიერ სარეკლამო SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს ამ კომპანიებს ასეთი ქმედების შეწყვეტა, თუ ისინი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, მათ დაეკისრებათ, ამ პირის მოთხოვნით, კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

მონაცემთა სუბიექტს SMS რეკლამის მიღებისას უნდა მიეწოდოს საკონტაქტო ინფორმაცია, თუ სად შეუძლია მას მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნა.

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მას გააჩნია უფლება მოითხოვოს SMS მარკეტინგის მიზნებისათვის მისი მონაცემების დამუშავების გამოყენების შეწყვეტა. აღნიშნულის განხორციელების საშუალება მას უნდა ჰქონდეს ან SMS-ის გაგზავნის გზით ან/და სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებით.

როგორია პასუხისმგებლობა SMS მარკეტინგის უკანონოდ განხორციელების შემთხვევაში?

ზემოთ მითითებული წესების დარღვევით SMS მარკეტინგის განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა 3000 ლარიანი ჯარიმა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10.000 ლარის ოდენობით.