შრომითი ხელშეკრულების ფორმა & არსებითი პირობები

შრომის ხელშეკრულება

შრომის ხელშეკრულება და მისი ფორმა

ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

მოცემულ სტატიაში განხილული იქნება შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ შრომის ხელშეკრულების მარტივი ფორმა.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა

შრომითი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ იგი დადებულია საამისოდ გათვალისწინებული ფორმით: წერილობითი ან ზეპირი ფორმით.

ხელშეკრულება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. ფორმის დაუცველობის შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულება არის ბათილი.

შრომითი ხელშეკრულებაშრომის კოდექსის მიხედვით „შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.“

ამ დანაწესიდან გამომდინარე თუ მხარეები დადებენ ვთქვათ 6 თვიან შრომით ხელშეკრულებას, ეს ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში  მას არანაიარი ძალა არ ექნება.

ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. იგი შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება რამდენიმე ენაზეა დადებული, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავების შემთხვევაში.

თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და განიხილება, როგორც ერთი შრომითი ხელშეკრულება.

აღსანიშნავია, რომ პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

 ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

შრომით ხელშეკრულებაში უნდა იყოს განსაზღვრული მუშაობის დაწყებს თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, თუმცა აღნიშნული პირობების მიუთითებლობის შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულება მაინც დადებულად ითვლება.

თუ ხელშეკრულებაშ არ არის მითითებული მუშაობის დაწყების თარიღი, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, ხოლო თუ შრომითი ურთერთბის ხანგრძლივობა არ არის მითითებული, მაშინ იგი განუსაზღვრელი ვადით დადებულად ითვლება.

) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

 ) სამუშაო ადგილი

შრომით ხელშეკრულებაში უნდა იყოს განსაზღვრული სამუშაო ადგილი. აღნიშნული პირობა არ ითვლება შეცვლილად, თუ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილი იცვლება, და იგი საზოგადოდ ხელმისაწვდომია სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან. ხოლო სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათისა დღეში, ამასთანავე, არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს;

) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად განისაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი და მოცულობა.

) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი  ანაზღაურების ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით.

შესაძლებელია ანაზღაურება არ იყოს ფიქსირებული, თუმცა აუცილებელია ასეთ შემთხვევაში განისაღვროს ანაზღაურების გამოთვლის სისტემა.

) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი

ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:

ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;

ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით.

შრომით ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა და წესი.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.

შრომის კოდექსის მიხედვით:

დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

შრომის კოდექსით ასევე განსაზღვრულია შვებულების მიცემის წესი და საშვებულებო ანაზღაურების გამოთვლის წესიც.

შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს შრომის კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

დაკავშირებულიშრომის სამართლის ფორუმი