Red bull-მა სასამართლო დავა წააგო
ენერგეტიკული სასმელის მწარმოებელმა კომპანიამ „Red Bull“ 13 მილიონიანი სასამართლო პროცესი წააგო.
ამერიკელმა მომხმარებლებმა კომპანიას უჩივლეს მომხმარებლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ რეკლამირებისთვის. „რედბული გვაფრთიანებს“ უკვე 20 წელია რაც კომპანიის სლოგანია. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ კომპანიის მიერ რეკლამირებული პროდუქცის უპირატესობები არ იყო დამტკიცებული მეცნიერულად.
ერთ–ერთი მომჩივანის თქმით, მიუხედავად იმისა რომ 2002 წლიდან სასმელის მომხმარებელია, ვერანაირ ცვლილებას ვერ ამჩნევს საკუთარ აღნაგობას.
მართალია, რედბული დათანხმდა გარიგებას საპროცესო ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა, ის მაინც არ თვლის რომ დამნაშავედ. განაცხადეს, რომ კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია ყოველთვის სანდო და გამჭვირვალე იყო.
გარიგების თანახმად, აშშ–ის ყველა მოქალაქემ, ვინც 2002 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 4 ოქტომბრამდე შეიძინა სასმელი, შეუძლია ელექტრონული განაცხადის მეშვეობით მოითხოვოს 10$ ნაღდი ფულით, ან 15$–ის ღირებულების ვაუჩერი რედბულის შესაძენად.
ამისთვის მათ უნდა შეავსონ მოთხოვნის განაცხადი 2015 წლის 2 მარტამდე. სასმელის შესყიდვის არანაირი მტკიცებულება არ არის აუცილებელი. რედბული ყველა განაწყენებულ აშშ–ის მომხმარებელს გადაურიცხავს თანხას.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თავს არ თვლის დამნაშავედ, აღნიშნული სლოგანი ამიერიდან აღარ გამოიყენება და მარკეტინგული სტრატეგიაც გადაიხედება.
წყარო: businessinsider.com