ჰარლი დევიდსონი ელექტრონული მოტოციკლეტების გამოშვებას აპირებს

Harley-Davidson-Livewire-electric-motorcycle-01ჰარლი დევიდსონი ელექტრონული მოტოციკლეტების გამოშვებას აპირებს

ცნობილი მოტოციკლეტების მწარმოებელი კომპანია „ჰარლი დევიდსონი“ დაინტერესებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოტო წარმოებაში. ამის დასადასტურებლად მან წარუდგინა მსოფლიოს თავისი პირველი ელექტრონული მოტოციკლეტის კონცეპტი, სახელწოდებით – “Harley-Davidson LiveWire”.

აღნიშნული კონცეპტის ტექნიკური მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია. მოტოციკლეტი აღჭურვილია 74 ცხენის ძალის მქონე ელექტრონული ძრავით, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარების დროა 4 წამზე ნაკლები. დიდი სიჩქარის აკრეფისას, იგი გამოსცემს ხმას, რომელიც ძალიან წააგავს თანამედროვე გამანადგურებელი თვითფინავების ძრავის ხმას.

იგი აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელიც მოტოციკლეტის შესახებ სხვადaსხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდისს მძღოლს.

ძრავის დატენვა შესაძლებელია 3.5 საათში, ხოლო ერთი დატენვით მოტოციკლეტი გაივლის მინიმუმ 85 კილომეტრს. მოტოციკლეტის მაქსიმალური სიჩქარეა 150 კმ/საათი. თუმცა არ არის გამორიცხული, მაქსიმალური სიჩქარე და გამავლობა ერთ დატენვაზე გაიზარდოს მოტოციკლეტის კომერციულ ვარიანტში.

კომპანიამ განაცხადა, რომ ჯერ არაა ზუსტად ცნობილი თუ როდის დაიწყება ელექტრონული მოტოციკლეტების წარმოება , თუმცა აღნიშნული მიმართულებით მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.