Google Inbox – წერილების ახალი სამყარო

Google გადატრიალების მოხდენას აპირებს იმეილების სამყაროში. იგი აპირებს გაგვხადოს უფრო პროდუქტიულები და ორგანიზებულები. და აი როგორ:  

Google  ფიქრობს რომ მათ მიაგნეს იმეილებთან გამკლავების ახალ გზას, რომელიც გაგვათავისუფლებს ზედმეტი სტრესისგან და ჩვენს საქმიან თუ პირად ცხოვრებას უფრო გაამარტივებს.   Inbox წარმოადგენს Gmail–ის ახალ ინტერფეისს, რომელშიც ძალიან ბევრი სასრგებლო ფუნქციაა მომხმარებლისთვის.

მაგალითად, კატეგორიების მიხედვით ხდება წერილების ორგანიზება, შესაძლებელია წერილების შენახვა შემდგომში  წასაკითხად, ასევე მათი გამოყოფა სხვებისგან და ა.შ.

თქვენი ელ–ფოსტის მისამართი არ შეიცვლება, Google Inbox უბრალოდ Gmail–ის ანგარიშის ახალი ინტერფეისია. ამავდროულად შეგიძლიათ ძველი ინტერფეისი გამოიყენოთ და არ გადახვიდეთ Google Inbox–ზე.  

მოკლედ მიმოვიხილოთ ახალი ფუნქციები:  

Inbox კონცენტრირებულია ახალ ფუნქციებზე, რომლებმაც ჩვენი პროდუქტიულობა უნდა აამაღლოს, როგორც Google გვპირდება.    

პირველი ფუნქციაა pinning (მიჭიკარტება)შეგიძლიათ ამოირჩიოთ რომელიმე მნიშვნელოვანი მეილი და მიაკრათ სიის თავში.  

ასევე არის snoozing (გადადების) ფუნქცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას დამალობთ გარკვეული ხნით წერილი, რაღაც დროის შემდეგ იგი შეგახსენებთ თავს. მაგალითად უქმე დღეებში მიღებულ სამსახურის წერილს გადადებთ ორშაბათამდე.   თუ სმარტფონს იყენებთ შეგიძლიათ ისე დააყენოთ, რომ მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე მისვლის შემდეგ მოგივიდეთ ესა თუ ის წერილი.  

და ბოლოს, „შესრულებულია“ ღილაკი, რომლითაც შეიძლიათ აღნიშნოთ ის წერილი, რომელსაც უკვე უპასუხეთ და ყველაფერი გაკეთებულია. ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ წერილი ქრება. .  

წერილების დაჯგუფება9yBkGPG   ერთი წლის წინ Gmail–მა წარმოგვიდგინა ტაბები, რომლიც მსგავსი თემატიკის წერილებს ერთად აჯგუფებს.  

ამჯერად, ახალი ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ წერილები ჩასვათ გარკვეულ ჯგუფებში და  მოახდინოთ მასზე მოქმედებები ერთი დაჭერით. არ არის საჭირო გადაიაროთ ყველა საჭირო წერილი და ხელით მონიშნოთ.  

 

როგორ შეგვიძლია დავრეგისტრირდეთ?

ეს ცოტათი ძნელია, ჯერჯერობით Inbox–ით სარგებლობა შეძღუდულია და მხოლოდ მოსაწვევების საშუალებითაა შესაძლებელი.   მოსაწვევის მიღების ორი გზაა: Google-სგან, გააგზავნეთ მოთხოვნა მეილზე inbox@google.com  ან უკვე მოწვეული მეგობრისგან, რომელსაც შეუძლია გამოგიგზავნოთ მოსაწვევი.   უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email