ქართულ ეროვნულ ვალუტა ლარს დღეიდან ახალი სიმბოლო აქვს

kartuli_erovnuli_valutis_laris_simbolo_11838ლარის ახალი სიმბოლო

დღეიდან ქართულ ერვნულ ვალუტას, ლარს თავისი სიმბოლო აქვს. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა , სიმბოლოს ავტორია მხატვარი მალხაზ შველიძე.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ლარის სიმბოლო ეფუძნება “ლას”-ის გრაფიკულ მოხაზულობას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, სხვადასხვა სიმბოლოს შემთხვევაში ვალუტის დასახელების პირველი სიმბოლო გადახაზულია ერთი ან ორი პარალელური ხაზით.

აღსანიშნავია, სხვადასხვა ვალუტების სიმბოლოების შემთხვევბში, პარალელური ხაზების დამატება ემსახურება მხოლოდ ასო-ნიშნის სიმბოლოდ გარდასახვას, ლარის აღმნიშვნელ სიმბოლოში კი, ქართული ლარის ვერტიკალური ორი ხაზი ასოს ორგანული ნაწილია.

ასევე სიმბოლოს ატრიბუტს წარმოადგენს ლასი-ს ე.წ. ფეხი, რომელიც ჰორიზონლაური ხაზით არის წარმოდგენილი და ზედა დინამიურ რკალს მონუმენტალურ სტატიკას სძენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართული ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.