#29706
kakha
Member

განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი

1. ‘ა’-ს და მაღაზია ‘ტ’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რის თანახმადაც მაღაზიას დაეკისრა ვალდებულება გადაეცა ‘ა’-სთვის ტელევიზორი საკუთრებაში, მიეტანა მის საცხოვრებელ ადგილზე და მოეხდინა პროგრამული უზრუნველყოფა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 600 ლარს, საიდანაც 400 ლარი ტელევიზორის და ადგილზე მიტანის ღირებულება იყო, ხოლო 200 ლარი პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება. მაღაზიამ მართალია გადასცა ტელევიზორი ‘ა’-ს, მაგრამ არ მოახდინა მისი პროგრამული უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ამ მაღაზიას შეეძლო, ‘ა’ განაცხადა, რომ მაინც ვერ გამოიყენებდა ტელევიზორს სათანადო პროგრამის არ ქონის გამო და მოითხოვა ხელშეკრულებისდან გასვლა და გადახდილი 600 ლარის დაბრუნება.

კითხვა: 1. რა ტიპის ხელშეკრულება(ები) დაიდო? 2. განახორციელებს, თუ არა ‘ა’ თავის მოთხოვნას?

2. 3 სოლიდარულ მოვალეს ჰქონდათ ‘ბ’- წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. 2 მოვალის მიმართ ხალდაზმულობის ვადის გასვლის გამო ‘ბ’-მ მოთხოვნა დაიკმაყოფილა მხოლოდ მესამე მოვალისგან, რომლის მიმართაც არ იყო გასული ხანდაზმულობის ვადა. თავის მხრივ ამ მოვალემ, (‘ბ’-ს დაკმაყოფილების შემდეგ) წაუყენა მოთხოვნა დანარჩენ ორ მოვალეს. შეძლებს, თუ არა ის მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებას.?