მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სახელშეკრულებო სამართალი › Reply To: სახელშეკრულებო სამართალი
ვალდებულების ჯეროვნად შესრულება (სკ-ის 361-ე მუხლი)
(სუსგ. N-ბს-1775-1743 (კ-11))
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 361-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება, ასევე არაა დადგენილი ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოთხოვნის უფლების არსებობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზე იყო მომსახურების ხელშეკრულება (ნარდობა), რა დროსაც, როგორც წესი, ჯერ ხდება სამუშაოს შესრულება, ხოლო შემდგომ _ გადახდა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებული იყო, დაამტკიცოს, რომ მისი ქმედება არ იყო ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოება და ხელშეკრულების შესრულება დამოკიდებული არ იყო მის აქტიურობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.