#29359
kakha
Member

რა აზრის ხართ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე – ბს-425-414(გ-13)

სწორად განისაზღვრა განსჯადი სასამართლო?

 

საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-ის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. 

 

საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსსკ- ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები.