#4793
Edika
Participant

უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრება

ნივთით სარგებლობა, სკ-ის 982-ე მუხლი (სუსგ. N-ას-427-448-2013)

ფაქტობრივი მოცემულობა: პირი უკანონოდ ცხოვრობდა სხვის სახლში გარკვეული დროის მანძილზე. მესაკუთრეემ უჩივლა სასამართლოში და სკ-ის 992 მუხლის საფუძველზე მოითხივა ნივთის უკანონოდ სარგებლობის პერიოდში, ამ ნივთის გაქირავების შეუძლებლობის მიყენებული „ზიანის“ ანაზღაურება.

სასამართლომ თქვა აღნიშნული არ უნდა მოწესრიგდეს დელიქტური ნორმებით, ვინაიდან 992 მუხლით გათვალისწინებული ზიანი გულისხმობს ფაქტობრივ დანაკლისს, ქონების შემცირებას, რაც განსხვავდება 982-ე მუხლით განსაზღვრული ზიანისგან, რომელსაც სასამართლო პრაქტიკაში უწოდებენ გამდიდრებასთან გათანარებას.

რა არის გამდიდრების გათანაბრება? მიღებულის დაბრულების შეუძლებლობის შემთხვევაში(ნივთით უსასყიდლოდ სარგებლობა მიღებული სიკეთე ამ შემთხვევაში, რომლის დაბრულებაც შეუძლებელია),  მისი ღირებულების ანაზღაურება.

რითაც დაზოგა თავისი ქონება უკანონო მფლობელობის პერიოდში (უსასყიდლო მფლობელობით და ამ „უსასყიდლო მფლობელობას“ თავისთავად ვერ დააბრუნებს), მაგრამ ფაქტობრივი დანაკლისი არ მიუღია მისი ღირებულების ანაზღაურებით. სწორეს ეს გამდიდრების გათანაბრება იგულისხმება 982-ე მუხლით გათვალლისწინებულ ზიანში. ანუ როცა ფაქტობრივი დანაკლისი არ გვაქვს, არ შემცირებულა ქონება, მაგრამ სამართალდამრღვევმა გარკვეული სარგებელი(განკარგვა სარგებლობა და ა.შ) ნახა შენი ქონების ხარჯზე და შენ არ მოგეცა საშუალება ამ ქონების გაქირავებით მიგეღო სარგებელი. სასამართლო ამ შემთხვევას უწოდებს არა ზიანის ანაზღაურებას არამედ გამდიდრების გათანაბრებას. ზიანის ანაზღაურება ხდება ფაქტობრრივი დანაკლისის დროს.