#4345
BLH
Keymaster

ზოგადი ინფორმაცია შრომით სამართალზე და მის სუბიექტებზე

შრომითი სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები წარმოიშობა, დამსაქმებლის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომითი კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

შრომითი კოდექსი მოქმედებს, თუ კონკრეტული ურთიერთობა არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ასევე თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულაციებს.

შრომის კოდექსი უპირატესი ძალით სარგებლობს, სამოქალაქო კოდექსის მიმართ, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ რეგულირდება შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით.

რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს, ესენი არიან:

დამსაქმებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

დასაქმებული: ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.