მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
@Edika said:
ას-1017-953-2012 ბევრი ვიდავეთ აგერ ამ საკითხზე, მაგრამ აგერ კიდევ ერთი შედევრი სადაც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა დელიქტური ნორმები, მაშინ როცა დაზარალებულს მოპარეს ეს ნივთები, დამნაშავემ გაყიდა ეს ნივთები და მიიღო სარგებელი.
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება…….
თუ სასამართლომ ამბობს, რომ 700 ლარად განკარგა სამკაულები და 700 ლარის ზიანი მიეაყენა შესაბამისად. აქ სახეზე გვაქვს, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების, ისე დელიქტის შემადგენლობა. ან უნდა გამოვიყენოთ ზოგადი დელიქტი – 992-ე მუხლი, ან უნდა გამოვიყენოთ 982-ე მუხლი, რომელიც სპეციალური ნორმაა და ზუსტად არის გაწერილი აღნიშნული შემთხვევა.
ასეთ შემთხვევაში თუ არ გამოვიყენებთ 982-ე მუხლს, მაშინ გამოდის, რომ 982-ე მუხლის რეგულაციები, რომელიც მსგავს შემთხვევებზე უთითებს არის უფუნქციო და მკვდრად შობილი. მე პირადად მიმაჩნია, რომ მსგავს შემთხვევებში უნდა მოხდეს 982-ე მუხლის გამოყენება, რადგან იგი სპეციალური ნორმაა, იმის მიუხედავად, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიურად არის მიჩნეული. ჩემ პოზიციას ამაგრებს, თუნდაც (ას-1169-1115-2013) ეს გადაწყვეტილება, სადაც პირი განკარგავს ბინას, რომლის 1/3 ნაწილი, ეკუთვნის სხვა პირს.. აქ სასამართლომ გამოიყენა სწორედ 982-ე მუხლი, ხოლო ზიანი განსაზღვრა, არა ფაქტობრივად გაყიდული ოდენობიდან, არამედ ბინის ღირებულებიდან.