#4213
Edika
Participant

@BLH-hUB said:
მოცემულ შემთხვევაში “ა” ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას- ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო მიწას… უნდა დავადგინოთ აღნიშნული ქმედების შედეგად რა ზიანი განიცადა “ბ”-მ…   რა მოცულობის ზიანზეა საუბარი ამას ვერავინ იტყვის ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს..

 

ჩემი აზრით, მართალია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე და ზიანთან, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნებიც იკვეთება, კერძოდ 982-ე მუხლის და შესაბამისად ამ უკანასკნელის საფუძველზე უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება..

ას-1204-1465-09  სააპელაციო სასამარლომ ზიანის ოდენობა განსაზღვრა სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით თუ რამდენი წონა და ღირებულების მოყვანა შეიძლებოდა ამ 18 წლის მანძილზე. http://www.geostat.ge/

სუბსიდიური იძახე შენ და ამ შემტხვევაში 992-1008 მუხლებზე მიუთითა სასამართლომ, თუმცა ჩემი აზრით უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით უნდა მოწესრუგებულიყო დავა.

 

სასამართლოს წესით კონდიქციური ნორმები უნდა გამოეყენებინა და კონდიქციური ურთიერთობის დროს რესტიტუცია ხდება კონკრეტულად იმ ოდენობით რითაც გამდიდრდა პირი და არა ექსპერტის თუ სტატისტიკის სამსახურის მიერ განსაზღვრული ოდენობით.