#4183
Edika
Participant

დასაშვები კრიტიკის ფარგლები 

 

(3კ/337-02)

 

“პალატა თვლის, რომ პიროვნების პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება. პატივი პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ.

 

ღირსების ქვეშ იგულისხმება პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება.

 

პატივისა და ღირსების შელახვად იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.  

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ღვარძლიან კრიტიკაში, რომელიც სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და მიზნად ისახავს ადრესატის ღირსების შელახვას. პატივისა და ღირსების შელახვას ასევე ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მესამე მხარისადმი მიმართვისას ერთი ადამიანი მეორის ღირსებას, რეპუტაციას ან მდგომარეობას მოიხსენიებს იმგვარი ფორმით, რომ ამცირებს პირს მოქალაქეთა თვალში, იწვევს სიძულვილს ან ზიზღს. ამდენად, პირს დაცვის უფლება ენიჭება მაშინ, როდესაც დისკრედიტირებულია მისი საზოგადოებრივი რეპუტაცია. მართალია, კრიტიკის ფარგლები პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოხელეების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო ფიზიკური პირების მიმართ, მაგრამ კრიტიკამ არ უნდა გადალახოს საზღვარი, რომელიც დადგენილია “სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის”დასაცავად.  

 

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არასწორად განმარტა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მითითებული ციტატა სრულად არ გადმოსცა.კერძოდ, გადაწყვეტილებაში “კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ” აღნიშნულია, რომ მართალია,დასაშვები კრიტიკის ფარგლები მთავრობის მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ პოლიტიკური დისკუსიის ფარგლები არ არის აბსოლუტური,ხოლო გადაწყვეტილებაში “ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ” მითითებულია, რომპოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ, თუკიინფორმაცია შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებს და ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს პირისპატივსა და ღირსებას.  

 

საკასაციო პალატა თვლის, რომ პუბლიკაცია შეიცავს მტკიცებას, რომ ვ. ჩ-შვილს ნამდვილად აქვს არაკანონიერი გზით მოპოვებული “მოპარული” ქონება, რის დასადასტურებლადაცმითითებულია ფაქტებზე “ნულიდან გახდა მილიონერი”. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე გასცდა კრიტიკის ფარგლებს და კრიტიკა გადაიზარდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის) დაბრალებაში, რაც ექვემდებარება მტკიცებას.ამდენად, კრიტიკამ გადალახა საზღვარი, რომელიც დადგენილია სხვა პირთა უფლებების დარეპუტაციის დასაცავად და ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს არ ევალება ითმინოს ბრალდებადანაშაულის ჩადენაში.   სასამართლომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას უნდაგამოიკვლიოს და შეფასება მისცეს იმ გარემოებას, მონაწილეობდა თუ არა მოსარჩელე საჯაროპოლემიკაში და ხომ არ იყო მოპასუხის განცხადება პასუხი მოსარჩელის ანალოგიურმოქმედებაზე.  

 

თუ პატივი არის პირის მორალური ან სხვა თვისებების შეფასება საზოგადოებრივი შეფასება, თუ ცნონების (ცნობა – რომელიც შეიცავს მტკიცებას მორალის ნორმების დარღვევის) გავრცელება მიზნად არ უნდა ისახავდეს პირობნების ღირსების და პატივის დისკრედიტაციას მაშინ ფრაზები : “დედამოტყნული კაცი”; “ახვარი”; “პიდარასტი” და ა.შ რატომ არ უნდა მივიჩნიოთ პატივის და ღირსების შემლახველად? ეს ფრაზები ხომ პატივის და ღირსების შემლახველია საზოგადოების თვალში და დისკრედიტაციას ისახავს მიზნად? “