მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მორალური ზიანი › Reply To: მორალური ზიანი
პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა
(სუსგ. N- 3კ/1109-01)
ერთ ერთი კომპანიის წარმომადგენელმა მეორე ბიზნესმენის მიმართ გამოთქვა შემდეგი წინადადებები: 1) საქმეში უნდა შემოეტანა თავისი წილი და არ შეასრულა ვალდებულება; 2) „თოფაძელენდია საქართველო, რასაც უნდა იმას აკეთებს, თავი მეფე გონია“ 3) „გ.თ არის საბჭოტა საქმოსანი“; 4) „თოფაძელენდში შედიხარ ბარგით და იქედან მარტო გამოდიხარ“ 5) „სახეზეა არასამართლებრივი კონკურენცია, როცა ერთი ადამიანი არის ორი კონკურენტი საწარმოს სათავეშია“;
საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ჩათვალა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებად, დააკისრა მოპასუხეს ბოდიშის მოხდა და 100 000 ლარი მორალური ზიანი. მეწარმე რომელიც ვალდებულებას არ ასრულებს საზოგადოების მხრიდან აღიქმება არასაიმედო პარტნიორად, სხვა პოტენციურ პარტნიორებს უნდობლობად უჩნდებათ და მისი როგორც მეწარმის იმიჯი დისკრედიტირებულია. სასამართლომ „საბჭოთა საქმოსანი“ ჩათვალა რომ ასოცირდებოდა არაპროგრესულ, მოძველებული მენტალიტეტის მქონე პიროვნებად, რომელიც ვერ აზროვნებს თანამედროვე სტანდარტებით. 4-ის შემთხვევაში სასამართლომ თქვა რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში დადო ბრალი. 5-ეც ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახველად მმიიჩნია სასამართლომ. საბოლოოდ საქმის საკასაციო განხილვის ეტაბზე მხარეები მორიგდნენ რომ დაკისრებული 100 000 ლარის სანაცვლოდ მოპასუხეს მხოლოდ ბოდიში მოეხადა.
