#4160
Edika
Participant

აღნიშნულ საკითხზე, საინტერესო გადაწყვეტილებაა  სუსგ. N- 3კ/1044-01

 

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მ. ბ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ე-შვილის მიერგაზეთ “ა.-დ.” (¹32/156) ნომერში 1997 წლის 5-11 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიით “ჯ-შვილსთავი ქუდში უნდა ჰქონდეს”, უხეშად დაარღვია მისი, როგორც მოქალაქის, პიროვნების, ჟურნალისტის უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სტატიაში მ. ბ-ძის მიმართ გამოთქმული სიტყვები: “კაცთმოძულე”, “ბოღმიანი”, “გაუთავებელი საჩივრების მწერალი”, “მისნაირიგარეწრები”, ლახავს მ. ბ-ძის პატივს და ღირსებას. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, მოხდა მისი პიროვნების მორალური თუ სხვათვისებების შეფასება

 

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 1997 წლის 5-11 აგვისტოს გაზეთ “ა.-დ.” გამოქვეყნებულ სტატიაში მ. ე-შვილის მიერ მ. ბ-ძის მიმართ გამოთქმული სიტყვები “კაცთმოძულე, ბოღმიანი, გარეწარი, გამომძალველი, გაუთავებელი საჩივრების მწერალი და სხვა”, არის შეურაცხმყოფელიდა დამამცირებელი გამონათქვამები, რაც გარკვეულწილად ხელყოფს მ. ბ-ძის პატივს დაღირსებას. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც ასევე მიიღო სწორი გადაწყვეტილება.