მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
მოკლედ მაგ გადაწყვეტილებაში ორი პოზიცია…
სააპელაციო იძახის, რახან ” ო. ფ-ძესა და ხ-ძეს შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება – ხ-ძე იყო ნივთის მესაკუთრე, ხოლო ო. ფ-ძე – მოიჯარე. ო. ფ-ძე ავტომობილით სარგებლობისათვის მესაკუთრეს უხდიდა საზღაურს, ხოლო ავტომობილს კი იყენებდა მოგების მიღების მიზნით, Dშესაბამისად, ნივთისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ნივთის მესაკუთრეს, რომელიც ვალდებულია გასწიოს იჯარის საგნის კაპიტალური რემონტის ხარჯები და უზრუნველყოს ნივთიდან ნაყოფის მიღების შესაძლებლობა.”
ხოლო უზენაესი იძახის, “საკასაციო პალატა თვლის, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს ის მოსაზრებაც, რომ ვინაიდან ავტომობილი არ ეკუთვნის მოსარჩელეს, მას უფლება არ აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მიერ მითითებული მოსაზრება არ ემყარება კანონის არცერთ ნორმას. ასეთს ვერ უთითებს სასამართლოც.”
მე პირადად სააპელაციოს პოზიციას ვეთანხმებ და ვფიქრობ, რომ ზიანი მიადგა მესაკუთრეს და შესაბამისად ეს უკანასკნელია უფლებამოსილი მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურება და არა მოიჯარე. უზენაესის პოზიცია საინტერესოა, მაგრამ არანაირ არგუმენტს არ ეფუძნება და შესაბამისად ან უნდა დაეწერეთ ბოლომდე რას გულისხმობდნენ ან საერთოდ არაფერი არ უნდა დაეწერათ ამ საკითხზე.