მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
თებერვალი 24, 2015 at 18:02
#4116
ივერიელი
Participant
ვთქვათ მანქანას მიადგა 1.000 ლარის ზიანი (ანუ მანქანის შეკეთება ჯდება 1.000 ლარი) ამ 1.000 ლარის მოთხოვნის უფლება აქვს დამქირავებელსო, ასე თქვა სასამართლომ?
თუ ასე თქვა, ვერ დავეთანხმები, რადგან მანქანა ეკუთვნის “ბ”-ს და შესაბამისად ამ უკანასკნელს მიადგა ქონებრივი ზიანი, ხოლო დამქირავებელს შეიძლება სხვა ტიპის ზიანი მიადგეს, მაგ: ამ მანქანის დამტვრევის გამო ვერ განახორციელა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობები და ვერ მიიღო სარგებელი. აი ასეთ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს ამ სარგებლის ანაზღაურება.