მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
მოკლედ ამ თემის მე-2 გვერდზე დავწერე ისეთ შემთხვევაზე, როცა აღმასრულებელი, სასამართლოს განჩნების საფუძველზე აყადაღებს მოძრავ ნივთებს, რომლებიც მდებარეობს მოვალის საცხოვრებელ ადგილზე და ეს საცხოვრებელი ადგილი არის მესამე პირის საკუთრება.
ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 40-ე მუხლი დისკირეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს აღმასრულებელს, არ დააყადაღოს/ ან დააყადაღოს ასეთი მოძრავი ნივთები…
აღმასრულებლები საერთოდ არ იყენებემ ამ დისკრეციულ უფლებამოსილებას და როგორც წესი აყადაღებენ ასეთი მოძრავ ნივთებს, რაც ცალსახად წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომას, რადგან არ ხდება საერთოდ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ან ხდება მისი მიზნების უგულებელყოფა. ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ ლახავს საკუთრების უფლებას, ვინაიდან როგორც სასამართლო ერთგვაროვანი პრაქტიკა და საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავენ, ის მოძრავი ნივთები, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაში მდებარეობს, წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას.
შესაბამისად აღმასრულებლის ქმედება არღვევს, დისკრეციულობის პრინციპს, თანაზომიერების პრინციპს და მართლსაწინააღმდეგოდ ლახავს საკუთრების უფლებას.