მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საბანკო სამართალი › Reply To: საბანკო სამართალი
@Edika said: შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება რომ აღსრულების კანონის 25-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე სარგებლის დარიცხვა უნდა შეწყდესო, მაგრამ ასე არაა. 25,2 არ ნიშნავს იმას რომ ზიანი არ უნდა აანაზღაუროს მოვალემ.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერი. ვინმეს კი არა ეს პრობლემა ნამდვილად წარმოიშობა, კერძოდ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით:
“იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.”
ახლა ეს დანაწესი პირდაპირ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ზემოდ მითითებულ განმარტებას, რომ სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს არა სააღსრულებოდ მიცემის მომენტამდე, არამედ ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე. (თუ ამას მოითხოვს მხარე და სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დააკმაყოფილებს).
ჩდება კითხვა, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, როგორ უნდა განხორციელდეს ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელშიც განსაზღვრულია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა ან სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე და არა აღსრულების დაწყების მომენტამდე.