მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › სააღსრულებო საკითხები › Reply To: სააღსრულებო საკითხები
ინდ. აქტის აღსრულებაზე დავწერეთ მე და ედიკამ ზემოთ და მივუთითეც კიდეც რომ უნდა განვასხვავოთ….
რაც შეეხება სზაკ-ის 3.4. მუხლს, კონკრეტულად იმას, რომ არ ვრცელდება სზაკის ნორმები სააღსრულებო წარმოებაზე (პოსტი #3966) და აქედან გამომდინარე არაა საჯარო მმართველობა, აგრეთვე იმას, რომ კონსტიტუციური მოქმედების სფეროა, აგრეთვე ადეიშვილის პოზიციას მართლმსაჯულებასთან მჭიდრო კავშირით, რომ ხსნის თავის პოზიციას, შენს პოსტს #3998, რომ სახელმწიფო ორგანოების ასეთი საქმიანობა არ არის საჯარო მმართველობა და აღსრულების დიდი ხარისხით დაკავშირებულობასთან მართლმსაჯულებასთან…. და ა.შ……. (მე ვერ ვიხსენებ სხვა რა არგუმენტი გქონდა)
ამ არგუმენტებთან დაკავშირებით მოვიყვან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (#ბს-1204-1149(გ-09)):
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4. მუხლის “გ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით: “ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხე- ლისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამო- ტანილი და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების აღსრულებასთან”, განმარტავს, რომ აღ- ნიშნული დათქმა გაგებულ უნდა იქნას არა იმგვარად, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესუ- ლი გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანოები არ ახორციელებენ მმართველობით ფუნქციას, არამედ იმ კონტექსტით, რომ მათ მიმართ არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სახეების გამოყენების ვალდებულება, ვინაიდან ამ ორ- განოებს საკუთრივ, სპეციალური პროცედურა გააჩნიათ გადაწყვეტილებათა მიღების და რეალაქტის განხორციელების მიზნით, ასე მაგალითად, სააღსრულებო სამსახური მოქმედებს “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის, ხოლო სასჯელაღსრულების ორგანოები “პატიმრობის შესახებ” კანო- ნის საფუძველზე, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ისინი არ წარმოადგენენ ადმი- ნისტრაციულ ორგანოებს, მათზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენი- ლი ადმინისტრაციული ორგანოების პრინციპები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე- მისა და ადმინისტარციული ხელშეკრულების დადების საკანონმდებლო წესები. შესაბამისად, “პა- ტიმრობის შესახებ” კანონით რეგლამენტირებული პროცედურის მიხედვით, მათი მოქმედებების ან გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას სასამართლოების მიერ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრა- ციული სამართალწარმოება.