#3998

ზედმეტად აღტკინებული ხარ შენ როგორც ვატყობ 😀  მე უკვე საკმარისად არგუმენტები დავწერე, ამ საკითხზე საინტერესო დისკუსიის გასამართად.. კარგად და ყურადღებით, რომ ჩაიხედო ზაკ-ის 3.4-ე მუხლში, შენვე მოიფიქრებ არგუმენტებს, იმ აზრის გასამტკიცებლად, რომ სააღსრულებო წარმოება შეიძლება არ წარმოადგენდეს საჯარო მმართველობის განხორციელებას 🙂

 

ფაქტია, რომ მაგ მუხლში 6 საფუძვლეია საგამონაკლისო და აქედან მინიმუმ 4 წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების ისეთ საქმიანობას, რომელიც საჯარო მმართველობა არაა.

 

რაც შეეხება მართლმსაჯულებისთან კავშირს.. გამოძიება ისეთივე ხარისხით არის დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან, როგორც აღსრულება… აღსრულების ეტაპი არის უმნიშვნელოვანესი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.. მე შენგან ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერც ერთი ნორმალური არგუმენტი, რატომ უნდა გამოირიცოს ის აზრი, რაც მე წამოვჭერი 🙂