#3954

@ReneDescartes said:
ანუ, შენ თვლი, რომ ჩამოთვლილი უფლებების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე ინდ. აქტის გამოცემის მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პოლიციას აკისრია?

 

არა, მაგას არ ვიძახი.. მე ვიძახი, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიციური ღონისძიების ადრესატს ჰქონდეს იმის მტკიცების შესაძლებლობა, რომ ინდ. აქტი გამოიცა მის მიმართ.

 

რაც შეეხება კამერას, ვთქვათ პოლიციელს აქვს კამერა და იგი არ იყენებს მას.. მერე იძახის, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარაო… ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს, როგორ უნდა დავაკისროთ იმის დამტკიცების ტვირთი, რომ მართლაც არაფერი მომხდარა, ნეგატიური გარემობის მტკიცების ტვირთის დაკისრება სახელმწიფოზე არაეფექტიანი იქნება..