მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი › Reply To: საპოლიციო სამართალი
ანუ, შენ თვლი, რომ ჩამოთვლილი უფლებების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე ინდ. აქტის გამოცემის მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პოლიციას აკისრია?
ვერ გავიზიარებ მაგ პოზიციას ამ არგუმენტით. მხოლოდ პოზიტიური ვალდებულებებიდან, რომ ეგ გამომდინარეობდეს, ასეთ შემთხვევაში არამარტო საპოლიციო ღონისძიებების დროს არამედ ნებისმიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი, (არამხოლოდ აქტის კანონიერების, განსაზღვრული ფაქტის არსებობა არ არსებობის) მთლიანად ადმინისტრაციულ ორგანოებზე იქნებოდა. ეს, რომ ასე არ არის ამას მოწმობს სასამართლო პრაქტიკა, ძალიან ბევრ გადაწყვეტილებებში. მასე, რომ იყოს გამოვიდოდა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალწარმოების დროსაც გამოიყენება არ უნდა გამოიყენებოდეს. სასამართლო პრაქტიკაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს ეს პრინციპიც ფართოდ გამოიყენება და განსაზღვრული ფაქტების მტკიცების ტვირთიც ხშირად ეკისრებათ მოქალაქეებს. გარდა იმისა რაც ზემოთ დავწერე, ეს საკითხი დაკავშირებულია სამართლებრივ უსაფრთხოებასთან. მტკიცების ტვირთის მთლიანად სახელმწიფოზე დაკისრება დიდი ზიანს მიაყენებდა კონსტიტუციურ უსაფრთხოებას. კონსტიტუციური წესრიგი… სამართლებრივი უსაფრთხოების… წინაშე ხშირ შემთხვევაში უკან იხევს ძირითადი უფლებები, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვაგვარად გადაწყდეს, ობიექტური განაწილების პრინციპის გამოყენებით. ერთ-ერთისთვის ცალსახა ვალდებულების დაკისრება, ხშირ შემთხვევებში გამოიწვევდა აშკარა დისბალანსს უფლებებსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. პოლიციელს რომელსაც კამერა აქვს, ანუ ვალდებულია ატაროს კამერა და იმ პოლიციელს რომელსაც არ აქვს ამის ვალდებულება, ასეთ შემთხვევებში შეიძლება ერთ შემთხვევაში პოლიციას დაეკისროს მტკიცების ტვირთი, მეორე შემთხვევაში მოქალაქეს. პოლიციის კამერაზე ადრე მინდოდა დაწერა და გადამავიწყდა.. პოლიციის კამერით აღჭურვა გარკვეულწილად კავშირშია სახელმწიფოს პოზიტიუ ვალდებულებასთან შექმნას უფლების დაცვის მინიმალური საშუალებები მაინც…
მე ვერ ვხედავ ეფექტურ საშუალებებს ამისთვის.. კამერა უნდა გქონდეს, 🙂