#3860
kakha
Member

52-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტი და არარად ცნობას მასე ვერ დავაკავშირებთ. არარად ცნობის დროს არსებითი ისაა, რომ დაუდგენელი იყოს ვინ გამოსცა და არა ის შეიცავს თუ არა რეკვიზიტს.  ასეთ შემთხვევის დროს შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი შედეგები მივიღოთ. რეკვიზიტის არ არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ გამომცემი ორგანოს დადგენა შეუძლებელია.

საინტერესოა აგრეთვე ის, თუ  ვისთვის უნდა იყოს მისი გამომცემი ორგანოს დადგენა შეუძლებელი. ანუ, ეს ”შეუძლებლობა” ობიექტური მასშტაბებით ფასდება, თუ აქტის ადრესატის სუბიექტრი აღქმის შესაძლებლობებით?  მიუხედავად იმისა, რომ ინდ. აქტი განსაზღვრული წრისკენ არის მიმართული, მე ვფიფრობ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, ის თუ რომელი სტანდარტით შეფასდეს გამომცემი ორგანოს დადგენის შეუძლებლობა, ობიექტური თუ სუბიექტურით…