#3857

მე მგონია, რომ ზაკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ”  პუნქტში განსაზღვრული რეკვიზიტის არ არსებობამ შეიძლება განაპირობის ინდ. აქტის არარად ყოფნა, თუმცა არა ყველა შემთხვევაში:

მაგ: ინდ. აქტი არარაა თუ არ არის მითითებული ინდ. აქტის გამომცემი ორგანო და ასევე შეუძლებელია აქტის გამომცემი ორგანოს იდენტიფიკაცია. (მაგრამ ინდ. აქტი არ იქნება ბათილი, თუ არ არის მითითებული ინდ. აქტის გამომცემი ორგანო, მაგრამ ამის დადგენა შესაძლებელია).

რაც შეეხება ზაკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტს, ამ შემთხვევაში არარა ვერ იქნება ინდ. აქტი, რადგან თუ ორგანოა მითითებული, რომელმაც გამოსცა აქტი და დრო, საკმარისად იდენტიფიცირებადია ეს ინდ. აქტი და ვერ მოხვდება იგი ზაკ-ის 60-ე მუხლში განსაზღვრულ კატეგორიაში.