#3841
Edika
Participant

ზოგიერთი რეკვიზიტის არარსებობა ინდ. აქტის არარად გამოცხადების საფუძველია. მაგალითად, როცა ინდ. აქტიდან შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა.

“ა”,”გ”,”ე” და “ვ” პუნქტები განსაზღვრავს ჩემი აზრით აქტის კანონიერება/უკანონობას. “ბ” და “დ” რეკვიზიტების არარსებობის შემთხვევაში აქტი არის არარა. მეორე ნაწილი ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელია, მაგრამ ამისთვის აქტის ბათილად გამოცხადება არამგონია სწორი იყოს. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ ბათილად კი არ ცნო აქტი ასეთ შემტხვევაში, არამედ ანალოგიით გამოიყენა ადმ. საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლი. (თუმცა რამდენად სამართლებრივად სწორია ეს ამბავი, სხვა საკითხია).