#3840

ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

მოდი ახლა განვიხილოთ წერილობითი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ რა სამართლებრივი შედეგი დადგება მაშინ თუ თითოეული მათგანის გარეშე მოხდება ინდ. აქტის გამოცემა.

ზაკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში უნდა განისაზღვროს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სახე;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სათაური;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირიის გვარი, სახელი და ხელმოწერა;

ე) გამოცემის დრო და ადგილი;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.

წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი, ხოლო საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში).