#3835
kakha
Member

 

მეც დამაფიქრა თავიდან მაგ დანაწესმა.   მე ასე განვმარტაბდი: პოლიციელი, რომელის არაა ფორმაში ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი, მიუხედავად იმისა მოითხოვს, ამას თუ არა ღონისძიების ადრესატი, ხოლო ფორმიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული წარადგინოს საბუთი, თუ ამის მოთხოვნა იქნება.

 

ფორრმიანის ვალდებულება წარმოადგინოს საბუთი კანონიდან და შსს მინისტრის ბრძანებებიდან გამომდინარეობს, და ეს დანაწესით მათთან ურთიერთკავშირში უნდა განიმარტოს.  მაგ დანაწესის მიზანი უფორმო პოლიციელზე განსაზღვრული ვალდებულების დაკისრებაა და არაა ის მიზანი, რომ ფორმიანი გაათავისუფლოს გარკვეული ვალდებულებისაგან. ეს რომ იყოს მიზანი, ასე, რომ იყოს ფორმულირებული ეგ მუხლი, მაშინ სხვა შედეგს მივიღებდით.