#3834
kakha
Member

ჩემი აზრით მხოლოდ წითელი ფერი წარმოადგენს ამკრძალავ ინდ. აქტს. რაც შეეხება ყვითელს და მწვანეს ესენი არ არიან ინდ. აქტები (IMPO). წითელი არის ამკრძალავი აქტი, რომელიც თავის თავში შეიცავს ძალადდაკარგულად ცნობის დროს. ანუ მისი ძალა დროით არის განსაზღვრული. ძალში შედის ანთებიდან და ძალა ეკარგება მას შემდეგ რაც ჩაქვრება. შეიძლება საწინააღმდეგო მოსაზრებაც გაჩნდეს აქ.. მაგალითად ის, რომ წითელი არის ამკრძალავი აქტი, რომელსაც ძალადაკარგულად აცხადებს ყვითელი (ანუ ყვითელიც ინდ. აქტია), მაგრამ არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ყვითელი უბრალოდ გაფრთხილებაა იმის, რომ ძალა დაეკარგება რამდენიმე წამში წითელს. ასე, რომ არ იყოს ერთდროულად არ აინთებოდნენ… აქედან გამომდინარე ყვითელს განვიხილავ რეალაქტად – ინფორმაციული ხასიათის რეალაქტად.

რაც შეეხება მწვანეს… არც ეს არაა აღმჭურველი ინდ. აქტი. ესეც ინფორმაციული ხასიათის რეალაქტია.. შესამჩნევად უფრო მარტივია, რომ წითელი არ ანთია და გასვლა არაა აკრძალული. მწვანე შუქნიშანი იმისთვის არ ყენდება, რომ გზაზე გადასვლის ნებართვა მისცეს ვინმეს. ამის უფლება ისეც აქვს ყველას, თუ აკრძალული არაა. აკრძალული, რომ არაა ზუსტად ამ ინფორმაციას გვაწვდის, ამიტომ არის ყოველთვის წითელშუქნიშანთან ერთად. მმართველობითი ორგანოების მსგავსად, ყველა, რომ შეზღუდული ვიყოთ კანონიერების პრინციპით, აი მაშინ დაგვჭირდებოდა მწვანე შუქნიშანი იმისთვის, რომ გზა გადაგვეკვეთა :)))

რაც შეეხება საგზაო მოძრაობის კანონს… არ ვიცნობ ამ კანონის რეგულაციებს შუქნიშანთან დაკავშირებით, შეიძლება ფიქსაციის სახით ჩადებულია, რომ ყველა ფერი არის ინდ. აქტი, ამ შემთხვევაში რათქმაუნდა ინდ. აქტი იქნება ყველა ფერი მაგრამ ეს მერე განვიხილოთ. ეხლა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი ნაწილის, ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე ვიმსჯელოთ.