#3825

თითიდან ვწოვთ ახლა,  ეგეთი რამე პირველად მესმის საერთოდ 39-ე მუხლზე და კონვენციის მე-5 მუხლზე რასაც იძახი, რატომ უნდა შემოიყვანო კონკრეტული უფლება 39-ე მუხლით კონსტიტუციის დაცვის სფეროში, როცა ის უკვე კონსტიტუციის დაცვის სფეროშია? ან როგორ წარმოგიდგენია ეგ?

 

კაი დავანებოთ თავი, თემას გადავუხვიეთ… რაა ამოვწურეთ, ჯერ არც დაგვიწყია, იმდენი საკითხია განსახილველი.. მაგ: პოლიციის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი მართალია წარმოადგენს დარღვევაზე რეაგირებას, თუმცა აღნიშნულ შემთხვევები წარმოადგენენ საგამონაკლისო შემთხვევბს, როცა პოლიცია პრევენციულად მოქმედებსო, ასეთი მოსაზრება არსებობს, რას ფიქრობ?