მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები › Reply To: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
გვაქვს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ორი სამართლებრივი ფორმა რომელთა მიზანი მოწესრიგებაა. ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები (ცალმხრივებს ვგულისხმობ მხოლოდ).
ორივე აქტის დეფინიციას შეიცავს კანონმდებლობა, მაგრამ თუ ერთმანეთისაგან იზოლირებულად განვმარტავთ ამ დეფინიციებს, ასეთ შემთხვევაში გვრჩება ისეთი მმართველობი ღონისძიებები, რომელთა მიზანი მართალია მოწესრიგებაა, მაგრამ არცერთი დეფინიციის ფარგლებში არ ექცევა, ანუ მათ მიღმა რჩება, ან პირიქით ორივეს ნიშნებს შეიცავს. ამიტომ უფრო კარგად გავიგებთ ორივე დეფინიციის არს, თუ ერთმენეთთან კავშირში განვმარტავთ. უნდა მოხდეს შეპირისპირება ან გამიჯვნა რაც გვინდა ის დავარქვათ.
ასეთი განმარტების შემდეგ ვიღებთ ინდ. აქტის ორ სხვადასხვა (ალტერნატიულ) მახასიათებელს: 1. როდესაც პირთა განსაზღვრულ წრეზე ან ობიექტური ნიშნით განსაზღვრებად წრეზე ვრცელდება; 2. აწესრიგებს კონკრეტულ შემთხვევას. ხოლო გამომდინარე ნორმატიული აქტის მახასიათებლისგან ეს კონკრეტული შემთხვევის ნიშანი უნდა იყოს ერთჯერადობა (მრავალჯერადობა უკვე ნომატიული აქტის ელემენტია).
შუქნიშანს რაც შეეხება, პირველი სახის ინდ. აქტი აქ სადაოა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმაზე მითეთება, რომ ობიექტური ნიშანია ის, რომ შუქნიშის გადამკვეთი მანქანების ამოცნობა ადვილია, მაინც საეჭვოა. ქუჩის შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც არავინ არ იცის ერთი თვე ვის მოუნდება ამ ქუჩაზე გადასვლა აქტის მიღების დროს, ამ შემთხვევაში ადვილია იმ წრის განსაზღვრა ვინ გააჩერა ან გადაკვეთა შუქნიშანი. ამის მიუხედავად ობიექტური ნიშნით განსაზღვრული წრის არსებობა მაინც საეჭვოა. ეს ვერ იქნება მთავარი არგუმენტი.
რაც შეეხება მეორე სახის ინდ. აქტს… ჩემი აზრით სწორედ ეს შემთხვევაა აქ. კონკრეტული შემთხვევა, და მახასიათებელი – ერთჯერადობა. მრავალჯერადობა (რაც ნორმატიული აქტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია) არ გვაქვს რადგან შუქნისნის თვითოეული ანთება, თუ რაც არის :)) მეორე ანთებისგან დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. მაგ: წითელზე გადაკვეთა უკვე წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. შეფასების საგანი აქ მთლიანად შუქნიშნის მუშაობა არაა, რომელიც დრეში ასჯერ ანთებს, უნდა შეფასდეს თვითოეული აკრძალვა თუ ნებართვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რადგან დამოუკიდებლად წარმოშობენ სამართლებრივ შედეგებს.
დაწერე ამაზე რას ფიქრობ და მერე შუქნიშნის ფერებზეც დავწეროთ.