#3784

@ReneDescartes said:
რა განსხვავებაა 23-ე მუხლის 2-ე ნაწილს და 4-ე ნაწილს შორის.? რომელი რომელ შემთხვევას მოიცავს.?   საპოლიციო ღონისძიებებიდან გამოყავი საინტერესო საკითხები და განვიხილოთ.

 

 

23-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოიცავს პირის სპეციალურ შემოწმებას, ხოლო 23-ე მუხლის მე-4 ნაწილი პირის ნივთის ან სატრსანპორტო საშუალების.. განსხვავება მხოლოდ სპეციალური შემოწმება/დათვალიერების ობიექტშია.

 

საინტერესო საკითხია პოლიციელის პრევენციული ფუნქციების გადაზრდა რეპრესიულ ფუნქციებში.. რაზეც პირდაპირ მიუთითებს თუნდაც ამავე 23-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც: “თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი
ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.”

 

ახლა წარმოიდგინე, რომ პოლიციელის მიერ პირის სპეციალური შემოწმება, რომელიც მის მიერ გამოცემული ინდ. აქტის საფუძველზე ხორციელდება არის მართლსაწინააღმდეგო. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან სისხლის სამართლებრივი ჩხრეკის მართლზომიერებაზე?