მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი › Reply To: საპოლიციო სამართალი
განვიხილოთ საპოლიციო პრევნეციული ღონისძიებები.. პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლშია განსაზღვრული ეს ღონისძიებები, თუმცა პოლიციელი უფლებამოსილია ასევე განახორციელოს სხვა პრევენციული ღონისძიებები, რაც გამომდინარეობს ზოგადი ნორმიდან (მე-16 და მე-17 მუხლები)…
პოლიციური პრევენციული ღონისძიებები:
ა) პირის გამოკითხვა;
ბ) პირის იდენტიფიკაცია;
გ) პირის მოწვევა;
დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი;
ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;
კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება;
ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
დავიწყოთ პირველი ღონისძიებით – გამოკითხვა (პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლი)..
ორი ნაწილისგან შედგება:
1.პირის ვინაობის დადგენა.
პირის ვინაობის დადგენის მიზნიტ პოლიციელი აჩერებს სუბიექტს, სთხოვს პერსონალურ მონაცემებს და პირადობის მოწმობას, ანუ სახეზეა პოლიციელის მხრიდან ინდ. სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის მართლზომიერების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტის შეფასება, კერძოდ:
ა. არსებობს პოლიციის შესახებ კანოის მე-19 მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული რომელიმე გარემოება (ანუ პოლიციელი უნდა მოქმედებდეს კანონიერების პრინციპის შესაბამისად)
ბ. არსებობს საფრთხე საზ. მართლწერიგისა და უსაფრთხოებისათვის, რაც დაკავშირებულია იმ გარემოებებთან რაც განსაზღვრულია მე-19 მუხლში.
გ. სუბიექტის სწორედ განსაზღვრა.
დ.. ღონისძიება ხორციელდება თანაზომიერიების პრინციპის შესაბამისად, ანუ პროპორციულია და აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის- საფრთხის აღკვეთისთვის.
ე. პოლიციელის მიერ ხორციელდება დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელება.
ვ. პოლიციელი ატყობინებს ვალდებულ სუბიექტს პოლიციური ღონისძიების სამართლებრივ საფუძველს.
2. პირის ვინაობის დადგენა
ემატება ერთი ელემენტი – შეტყობინება, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია..