#3726

1.  ზაკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით საჯაროო მმართველობაა და ვრცელდება მასზე ზაკ-ის ნორმები, თუმცა არ წარმოადგენს საპოლიციო სამართალს, რომელიც მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას არეგულირებს. არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაკ-ის მოქმედების სფერო ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო მმართველობას და მისი მდგომარეობა ისეთივეა, როგორც სისხლის სამართლის კანონმდებლობის.

 

2.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ უთითებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილი პირი მოქმედებს “თუ ავტოსატრანსპროტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას”, ხოლო პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლი გვეუბნება, რომ “პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს”…  ამას რომ დავამტოთ ის რაც უკვე ზემოთ დავწერე საფრთხის შესახებ და იმაზე თუ ვთანხმდებით, რომ მოცმეულ შემთხვევაში არ გვაქვს სამართალდარღვევა, მაშინ ყველაფერი ნათელია…

 

 

3. მხოლოდ სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით არ ხორციელდება პოლიციური ღონისძიებები. პოლიციის პრევნეციული ღონისძიებები ხორციელდება, როცა სახეზეა საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის, რაც მოიცავს ტრანსპორტის მიმოსვლის შეფერხების აღკვეთას, რადგან ამ შემთხვევაში კონკრეტული საფრთხე ექმნება სატრანსპორტო მიმოსვლას, რაც წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწერსირგისთვის საფრთხეს.

 

4. ნებისმიერ შემთხვევაში პრევენციულია…