#3715
kakha
Member

ეგ მუხლი პარკირების წესების დარღვევის ხასიათზე მიუთითებს. ერთ შემთხვევაში არ აქვს სამართალდარღვევას ისეთი უარყოფითი შედეგები როგორც მეორე შემთხვევაში. ეგ მუხლი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანო მანქანა ავტოსადგომზე, ანუ როგორი ხასიათის სამართალდარღვევის დროს და არანაირად არ განიხილავს მოძრაობის შეფერხებას ცალკე სამართალდარღვევად.

პრევენციული ღონისძიება სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. ეგ მუხლი კი მოძრაობის შეფერხების ფაქტს პარკირებისგან დამოუკიდებლად არ განიხილავს სამართალდარღვევად. ავტოსადგომის ხარჯები არც შენი პოზიციის სასარგებლოდ გამოდგება და არც ჩემი პოზიციის.