მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი › Reply To: საპოლიციო სამართალი
დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ
სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.
პირდაპირ ანსხვავებს ეს მუხლი ერთი მხრივ დარღვევისათვის სანქიცას- 10 ლარს და მეორე მხრივ პრევენციულ ღონისძიებას- სადგომზე მანქანის გადაყვანას, რომელიც ხორციელდება სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით და ავტომობილის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამავდროულად სადგომზე გადაყვანის ხარჯები წარმოადგენენ არა საჯარიმო თანხას, არამედ ინდ. აქტის აღსრულების ხარჯებს.. ანუ რეალურად სადგომზე მანქანის გადაყვანა წარმოადგენს არა რეპრესიულ ღონისძიებას, არამედ პრევენციულს და მისი მიზანია მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა საფრთხისგან.