მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი › Reply To: საპოლიციო სამართალი
ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები. მანქანის დაჯარიმებაც და გადაყვანაც რეპრესიული ღონისძიებაა ჩემი აზრით. მანქანის გადაყვანით კი ხდება მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილება მაგრამ ასე არ უნდა მივუდგეთ, ანუ ამ კუთხით არ უნდა შევაფასოთ პოლიციის ქმედების სამართლებრივი ბუნება. მოძღაობის შეფერხება სამართალდარღვევის (არასწორი პარკირების) შედეგია ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არა თავად სამართალდარღვევა.
.
რეპრესიული ღონისძიება ხორციელდება სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში კი არასწორად პარკირება უკვე სამართალდარღვევაა მიუხედავად იმისა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვია თუ არა, ან გამოიწვევს თუ არა მოძრაობის შეფერხებას, მთავარია არსებობდეს ამის საფრთხე. პრევენციული ღონისძიების მიზანი სამართალდარღვევის თავიდან აცილებაა ამ შემთხვევაში კი უკვე აქვს ადგილი სამართალდარღვევას, იმის მიუხედავად მოხდა თუ არა მოძრაობის შეფერხება. დამატებით მოძრაობის შეფერხების ფაქტი კი არაფერს არ გვაძლევს. მთავარია ამის საფრთხე არსებობდეს.
ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოძრაობის შეფერხების ფაქტი კიარ წარმოადგენს სამართალდარღვევას, არასწორი პარკირებაა ასეთი უკვე და მოძრაობის შეფერხება კი უკვე არსებული სამართაკდარღვევის შედეგებია (ან მოსალოდნელი შედეგი) და არა მოსალოდნელი სამართალდარღვევა.
.
თუ შენს პოზიციას გავიზიარებთ მაშინ ორ შედეგამდე მივდივართ, რომლებსაც არ ვეთანხმები. 1. ადგილი აქვს ორ სამართალდარღვევას. ერთი არასწორი პარკირება და მეორე მოძრაობის შეფერხება (რომლის თავიდან აცილებასაც ვახდენთ) 2. ადგილი აქვს ერთ სამართალდარღვევას, მაგრამ არასწორი პარკირება არ წარმოადგენს სამართალდარღვევას სანამ მოძრაობის შეფერხების ფაქტს არ ექნება ადგილი.
.
მოკლედ… ჩემი აზრით ერთი სამართალდარვევა გვაქვს სახეზე და მოძრაობის შეფერხება ამ სამართალდარღვევის შედეგია. აქედან გამომდინარე არც სამართალდარვევის თავიდან აცილებას ექნება ადგილი.
.
იმედია სხვადასხვა სამართალდარევად არ არის განხილული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარკირება და მოძრაობის შეფერხება. :))) არ მაქვს წაკითხული ეგ მუხლი.