მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › საპოლიციო სამართალი › Reply To: საპოლიციო სამართალი
თებერვალი 1, 2015 at 20:18
#3693
Participant
მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა უკანონო შეკრება და გვაქვს კანონის დარღვევა, მაინც პრევენციული ღონისძიებების გამოყენება არის შესაძლებელი, რაც განპირობებულია თვითონ შეკრება/მანიფესტაციების ბუნებიდან. სახეზეა განგრძობადი კონკრეტული საფრთხე და ამ საფრთხის აღკვეთის მიზნით შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, მაგ: იდენტიფიკაცია, ადგილის დატოვების მოთხოვნა და ა.შ.
ასეთი დასკვნის საშუალებას თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 და მე-13 მუხლებიც იძლევა… თუმცა მეორე მხრივ რეპრესიული ღონისძიებების გატარებაც შეიძლება პრევენციულთან ერთად.