#22647

ვერ დაგეთანხმები, როგორ გახდება უმნიშვნელო მეზობლის ქმედება, როცა სწორედ მის გამო წარმოიშვა ხანძარი და შესაბამისად საფრთხე სხვისი ქონებისათვის და მხოლოდ ამ საფრთხესთან არათანაზომიერად ბრძოლის შედეგად, სახანძრო სამსახურმა მიაყენა საფრთხის ქვეშ მყოფ ქონებას ზიანი.

 

 

რომ არ ყოფილიყო მეზობლის ქმედება, არ იქნებოდა ხანძარი, რომ არ ყოფილიყო ხანძარი არ იქნებოდა საფრთხე სხვისი ქონებისათვის და რომ არ ყოფილიყო საფრთხე არც სახანძროს მიერ არათანაზომიერი ქმედება იქნებოდა და არ მიადგებოდა სხვის ქონებას ზიანი.. ამიტომაც ასე ცასახად იმის თქმა, რომ მეზობელს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არ არის სწორი…

 

 

ჩემი აზრით ორივე სუბიექტს (მეზობელს და სახანძროს) უნდა დაეკისროთ სოლიდარულად პასუხისმგებლობა სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის და 412-ე მუხლების შესაბამისად, რადგან მათი ორივეს ქმედება არის არსებითად დაკავშირებული ზიანის დადგომასთან..

 

 

რაც შეეხება უშუალო და რელევანტური მიზეზობრიობის საკითხს.. ამ შემთხვევაში უშუალოდ ზიანს აყენებს სახანძრო, რადგან სწორედ მისი ქმედების შედეგად დგება ზიანი და თუ ჩვენ მხოლოდ უშუალო მიზეზობრიობის კუთხით წავალთ, მაშინ სახანძროს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუმცა რელევანტური მიზეზობრიობის კუთხით თუ წავალთ, მის მიხედვით ყველა იმ სუბიექტს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელთა ქმედებაც არის აუცილებელი და არსებითი ზიანის დადგომაში, ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და ვფიქრობ, რომ სწორედ ასე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.