#3597

@Edika said:
თანაზომიერების პრინციპია აქ ჩამი აზრით მნიშვნელოვანი. თუ სახანძრო სამსახურის ქმედება მიმართული იყო მეზობელი სახლებზე ხანძრის გავრცელების ტავიდან აცილების მიზნით და ეს ქმედება ჯდება თანაზომიერების ფარგლებში, მაშინ სახანძრომ არ უნდა აგოს პასუხი. მაგრამ თუ ცდება ტანაზომიერების ფარგლებს მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.

 

 

კი, გეთანხმები მაგაში.. როცა სახანძრო სამსახური ახორციელებს თანაზომიერი ღონისძიებას ხანძღის ლოკალიზაციის მიზნით და ამის შედეგად განზრახ ადგება ზიანი გარკვეულ სიკეთეს, სახანძრო სამსახური ამ შემთხვევაში მოქმედებს მართლზომიერად და შესაბამისად ასეთი ზიანისათვის პასუხისმგებლობას მას არ დაეკისრება, არამედ 1001-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მეზობელს.

 

 

თუმცა თუ სახანძრო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიება არათანაზომიერი, ხანძრით გამოწვეული საფრთხის აღკვეთის კუთხით და შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო, მაშინ უკვე შეიძლება დადგეს მისი სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხიც.