#22602
Edika
Participant

<cite>@ReneDescartes said:</cite> კანონიერი ნდობა არარა აქტის მიმართ არ არსებობს. ვინაიდან არარა აქტი არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს შესაბამისად არც კანონიერი ნდობას აქვს ადგილი.

 

ხო მაგაზეა ზუსტად საუბარი ამ გადაწყვეტილებაში.

 

ასევე საუბარია არარა აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილილობაზე, რაცას ვეთანხმები, მაგრამ არგუმენტაცია არ მომწონს, კერძოდ ანალოგიით გამოყენებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი. ამ დროს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით ანალოგია საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, მაშნ როცა ზოგად ადმინისტრაციულში ანალოგიაზე არაფერია ნახსენები საერთოდ. თან არაერთი გადაწყვეტილება მინახია სადაც ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ანალოგიის გამოყენებაზეა საუბარი.