მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საბანკო სამართალი › Reply To: საბანკო სამართალი
ზოგადად ბანკის მოქმედება მსგავს სიტუაციებში არის მართლსაწინააღმდეგო, რადგან ბანკი ახორციელებს თვითნებობას, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას. თუმცა არსებობს გამონაკლისი, როდესაც ბანკის მიერ ფულის თვითნებურად ჩამოჭრა არის მართლზომიერი, ეს არის სკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. მოცემულ შემთხვევში უნდა გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ეს გამონაკლისი და თუ არ გვაქვს, მაშინ თვითნებობის შედეგად დამდგარი ზიანი უნდა ანაზღაურდეს ზოგადი ნორმების მიხედვით. (შენ მიერ მოყვანილ შემთხვევაში ბანკის მიერ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაც გვაქვს, რადგან მან დაარღვია ანგარიშსწორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება)
1. როცა ბანკმა იცის გადარიცხვის დანიშნულების შესახებ, ამ შემთხვევაში სკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ცალსახაა, რომ ბანკი პასუხისმგებელია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისათვის სრულიად.
2. როცა ბანკმა არ იცის გადასარიცხი თანხის დანიშნულების შესახებ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მას დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ბანკი, როგორც სპეციალური სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს სხვა სამართლებრივ სიბრტყეზე დგას და როცა კლიენტი ფულის გადარიცხვის შესახებ ბრძანებას იძლევა, ეს ფული გარკვეულ მიზანს ემსახურება და არსებობს პრეზუმფცია, რომ თანხის არ გადარიცხვას შესაძლოა მოყვეს გარკვეული პასუხისმგებლობა.
მოკლედ დასკვნის სახით შეიძება ითქვას, რომ როცა ბანკი თვითნებურად ჩამოაჭრის თავის კლიენტს ფულად თანხას ეს ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო და შესაძლოა მოყვეს ბანკის პასუხისმგებლობა, თუმცა მეორე მხრივ ბანკს ვერ მოვთხოვთ ამ ფულის დაბრუნებას, რადგან კანონმდებლობაში გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლი:
“მუხლი 978. იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა
პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.”
ამ შემთხვევაში ბანკს თუ აქვს ვადამოსული მოთხოვნის უფლება, მაშინ ამ მუხლის საფუძველზე მოვალე ვერ მოითხოვს მართლსაწინააღმდეგო ჩამოჭრილი ფულის დაბრუნებას, თუმცა ეს არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.