#34555
BLH
Keymaster

სასამართლო შეტყობინების ჩაბარება, როდესაც მოსარჩელე და დირექტორი ერთიდაიგივე პირია

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6136-15

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის შემდეგ გარემოებებს: განსახილველ საქმეში,
მოსარჩელეა დ. ხ., ხოლო მოპასუხე შპს „ფ.“ (ს.ფ. 1-14).

ამასთან, დ. ხ. შპს „ფ.-ს“ დირექტორია
(ს.ფ. 17), შესაბამისად, წინამდებარე საქმეში მოპასუხისათვის გზავნილის (2015 წლის 14
სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების) ჯეროვანი ჩაბარებისათვის იგი შპს „ფ.-ს“ 50 %
წილის მესაკუთრეს, გ. ბ.-ს უნდა ჩაბარდეს.

ამგვარი დასკვნის ფაქტობრივი და
სამართლებრივი საფუძველია გარემოება მასზედ, რომ როდესაც საწარმოს დირექტორი და
მოსარჩელე ერთიდაიგივე პირია, ამ საწარმოს წარმომადგენლობას პარტნიორთა კრება
ახორციელებს, თუ რაღა თქმა უნდა, სახეზე არ არის სამეთვალყურეო საბჭო. ვინაიდან
მოპასუხე საწარმოს 50%-ის მესაკუთრე მოსარჩელე დ. ხ., ამიტომ გზავნილი საწარმოს მეორე
პარტნიორს უნდა ჩაბარებოდა. ნიშანდობლივია, რომ გზავნილის ჩაბარების ვალდებულება
მოსარჩელე, დ. ხ.-მ იკისრა (ს.ფ. 133) და 2015 წლის 20 ოქტომბერს შპს „ფ.-ს“ ბუღალტერს
ჩააბარა (ს.ფ. 135), რაც არ შეიძლება სათანადო ჩაბარებად ჩაითვალოს, რომ არაფერი ითქვას
თვით საფოსტო უფლებამოსილების განხორციელების ნაკლიან ლეგიტიმაციაზე. საქმის
მასალებით დგინდება, რომ გ. ბ.-მ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2015 წლის 24
ნოემბერს ჩაიბარა (ს.ფ. 137). მის მიერ საჩივარი კი 2015 წლის 30 ნოემბერს იქნა
წარმოდგენილი (ს.ფ. 140). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიერ დაცულია
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადა.