მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი) › Reply To: ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)
ნოემბერი 27, 2014 at 16:41
#3239
Keymaster
დამსაქმებლის პასუხსიმგებლობა დასაქმებულის მიერ მიყენებულ ზიანზე
ვინაიდან შევეხეთ რამდენჯერმე 997-ე მუხლს, მოდი განვიხილოთ დეტალურად, თუ რას წარმოადგენს ეს მუხლი.
პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.”
აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე განვიხილოთ სკ-ის 396-ე მუხლი:
მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.”
აღნიშნული მუხლების მიხედვით განსაზღვრულია პირის პასუხისმგებლობა დაქირავებული მუშაკის და წარმომადგენლის ბრალეული ქმედებისათვის. პასუხისმგებლობის საფუძველია: დაქირავებული პირის/წარმომადგენლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი.
სკ-ის 992-ე მუხლით პასუხისმგებლობისაგან იმით განსხვავდება, რომ მოვალე პასუხისმგებელია არა თავისი, არამედ სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. სახეზეა ფიქცია, რომელიც ვლინდება იმაში, რომ დასაქმებული პირის/ წარმომადგენელის ქმედება გატოლებულია მოვალის ქმედებასთან.
უნდა განვსაზღვროთ 997 და 396-ე მუხლის რეგულაციის სფერო, იგი ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
1. დაქირავებული პირის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში- უნდა არსებობდეს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. (997-ე მუხლი).
2. წარმომადგენლის მიერ ზიანის მიყენებისას (ამ შემთხვევაში რელევანტურია ზოგადად წარმომადგენლობასთან დაკავშირებული მუხლები 103-114-ე მუხლები, ასევე სპეციალური შემთხვევები, მაგ: დავალების ხელშეკრულების დროს).
3. როცა მესამე პირის გამოყენება ხდება ვალდებულების შესრულებისათვის. მაგ: “ა” და “ბ”-მ დადეს მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, “გ”-ს უნდა ჩამოეყვანა “ბ”-სთვის ავტომობილი, თუმცა მან არ ჩამოუყვანა ავტომობილი დროულად. ამ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელი იქნება “ა” და არა “გ”.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოხელეთა ბრალეული ქმედების შემთხვევაში (სკ-ის 1005-ე მუხლი), ხოლო (სუსგ N- ას- 1078-1313-05) ამ გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ რატომღაც მიიჩნია, რომ საჯარო მოხელეს გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა 997-ე მუხლით უნდა ეკისრებოდეს, რაც ვფიქრობ არასწორია და ამის შესახებ მოგვიანებით ვიმსჯელოთ.
