#31813
BLH
Keymaster

საქმე ას-311-293-10 30

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველიშრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება

 

პალატა მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის 37- მუხლის ქვეპუნქტის განმარტებისას დაცული უნდა იქნას როგორც დასაქმებულთა, ასევე დამსაქმებელთა ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სამუშაოს შესრულება, რომელსაც მოსარჩელეები ასრულებდნენ, საწარმოს აღარ ესაჭიროება. ასეთ მდგომარეობა საწარმოში არაერთი ობიექტური გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ფინანსური სიძნელეებით, ან სულაც იმ ობიექტის გასხვისებით, სადაც მსახურობს დასაქმებული.

 

ასეთ შემთხვევაში მუშაკის გათავისუფლების შეუძლებლობის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ექმნება ფინანსური სიძნელეები, რამაც სერიოზულ პრობლემებამდე შეიძლება მიიყვანოს საწარმო და იმავდროულად იქ დასაქმებული სხვა თანამშრომლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული ნორმაში არ შეიძლება მოვიაზროთ მხოლოდ ის პირები, რომლებიც გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით არიან დასაქმებული, არამედ განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულნიც, თუ საწარმოს აღარ ესაჭიროება იმ კონკრეტული სამუშაოს შესრულება, რომელსაც ასრულებს განთავისუფლებული პირი.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სამუშაოდან განთავისუფლება განპირობებული უნდა იყოს საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებელი წინაპირობებით. მოცემულ შემთხვევეაში, როდესაც გასხვისებულია ობიექტი, სადაც მუშაობდნენ მოსარჩელეები და რეალურად აღარ არსებობს ამ პირთა მიერ შესასრულებელი სამუშაო, პალატა თვლის, რომ ამ პირთა სამსახურიდან განთავისუფლება მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.