#31386
BLH
Keymaster

რა თქმა უნდა სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლისა და 172-ე მუხლის საფუძველზე, ნამდვილ მესაკუთრეს ექნება ქონების გამოთხოვის უფლება.

სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლის მიხედვით სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს ნამდვილ მესაკუთრეს:

ა) თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.

ბ) თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.

კეთილსინდისიერი შეიძლება არის იმ კუთხით, რომ არ იცოდა, რომ სხვისი ქონება მიიღო, მაგრამ მოუწევს ამ ქონების დაბრუნება 1335-ე მუხლის მიხედვით. ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგა სხვისი ქონება არ შედის მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში, შესაბამისად თუ სამკვიდრო მასაში არ შედის ქონება, ვერც მემკვიდრეობით გადავა მემკვიდრეზე, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი იყოს.

ვერ გამოიყენებ 185-ე მუხლს გამორიცხულია, 1335-ე მუხლი მოქმედებს ყველა ვარიანტში და მოუწევს დაბრუნება, სხვა საკითხია თუ ეს უძრავი ქონება გაყიდა, მაშინ შეიძლება 185-ე მუხლის მიხედვით შემძენმა შეიძინოს საკუთრება ამ უძრავ ქონებაზე, მაგრამ გამსხივსებელმა უნდა აუნაზღუროს ნამდვილ მესაკუთრეს.